გულში ამივარდდი


სიზმრად მომეზმანე წითელ კაბით მოვის
და გულს ჩამივარდი ველურესა ვარდი,
სულის ნაზ ფიფქების სიყვარულით მთოვი -
ნაზი ამურესა ლედი შემიყვარდი...

სულში სიყვარულის განცდად ამივარდდი -
ჰოდა ავბულბულდი და გულით გიგალობ,
შენთვის და შენ სულის ტრფობით ავლაჟვარდდი
და გრძნობათ ქარებად ვრქივარ და ვგრიგალობ...

მფიფქვარ სიყვარულის მწველი ტრფიალებით -
გულზე შემოგადნე სპეტაკ მოფერებად,
თეთრი ფანტელების თეთრი ქარიშხლები -
მსურს სულს მოგისიო ცისფერ ალერსებად...

ვფიცავარ ცამდე მსურს მწამდე ერთადერთი -
შორეულს მსურს გითხრა: ამ გულში - აქ მყავხარ,
მი სულის სატრფო და ფრთათეთრი ქალღმერთი -
ერთავ მი ზეცა ხარ - მეუფეს - მიყვარხარ...

სულს რომ მითრთოლებს და ნაზად მეფერება -
შენი უნაზესი გულის თითებია,
სპეტაკ ამბორებად გულს რომ მეფინება -
შენი სიყვარულის თეთრი ფიფქებია...

შენ მფიფქავ თვალების ნაზი ზმანებაა:
სულს რომ ეხუტება გრძნობის ხელებია,
წმიდა სიყვარული შენი ოცნებაა -
მე რამც დამატყვევა შენი ცრემლებია...

ეს სულის ცეცხლია ამ გულის ალიბი -
რომელიც სპეტაკი და ამურულია,
წაწალს დაგიკოცნო ტუჩები ალუბლის -
შენ ნაზი არსების ალერსი მწყურია...

მინდა ჩავიძირო უნაზეს თვალებში,
თვალებში რომლებიც სინაზით მღერიან,
მწყურის გავირინდოთ უნაზეს ალერსში,
ალერსში რომელიც ამბორის ფერია...

მწუხარ თოვლის ქალწულს ეს ჩემი თვალები
ჩუმად გითვალთვალებს ათასი წელია,
გრძნეული ფიქრებით და იდუმალებით -
მეწვიან ტუჩები - ტუჩები გელიან...

ათასი წელია - ეს ლტოლვა - ეს ტრფობა,
მსგავსი აალება სულ-გულს არ უგვრძვნია,
სულიერ ყვავილის ცქერით გადათრობა,
შენ ტურფა არსების ფერება მწყურია...

ამ მფიფქვარ წყურვილით - ისე გაგიჟებით -
ახლა დაგკოცნიდი... და ვიცი გცხვენია...
"და მაინც გიმარცვლავ ნეტარ ჩურჩულებით -
ძვირფასო მიყვარხარ - სამყარო ჩვენია"...

-

შევადნე მწველ მზერით თოვლისფრად ქათქათა -
მარმარ მა მხრებს და ყელს და ტოკვას ნაზ მკერდის:
სულის სიციმციმეს და სიყვარულს ფრთათა -
მწყურის მოვუმღერო ლტოლვით თეთრი გედის...

თრთოლვით მთხოვდე ალერსს ნაზ მზიურ თვალებით -
ვიწვოდე ტრფიალით მათ სილამაზეში,
შევცუროთ ერთურთის მსურს სულთა ალერსით -
ცეცხლოვან სინაზის მწველ ოკეანეში...

შეყვარებულ თითთა გრძნეული ქარები
ფიფქავდნენ ამბორებს თეთრ ჟრუანტელებად,
მსურს სულით დავასვა სულს ნატუჩარები -
კოცნების კოცონთა მწველ ანაბეჭდებად...

მთრთოლვარ და ცახცახა ათოვდეს არსებას
მწველ ემოციებად სამოთხისეული,
მსურს გვწვავდეს ერთურთის სუნთქვების ცხელება
და ნაზ სიყვარულის წამები გრძნეული...

მწველი სიყვარულის იისფერ ღრუბლების
ალივლივებულ ზღვის ღელვამდე აგწიო,
სულიერ სინაზის ცეცხლოვან ტალღების -
მსურს გრძნობათ მკლავებში ნაზად დაგარწიო...

გრძნობის თეთრ ფრთაებთა მსუბუქი განცდების -
ცისფერი ნირვანას ლურჯ ნისლში გაგხვიო,
მსურს არცერთს გვინდოდეს ერთურთის ტუჩების -
დაბანგულ მწველ ამბორს თავი დავაღწიოთ...

გული შენთვის ხატავს ამ ნატვრას ზეცაზე,
შორით წვა-დაგვაა მფიფქვართ არჩევანი,
ოდესღაც შორეულ იისფერ მწვერვალზე -
მოგველის უცხო და ნაზი პაემანი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი