ქამელეონესავ


სათნო სიმარტივით ხარ გენიალური -
იცი სიყვარული სენტიმენტალური,
მარადი ბავშვი ხარ ნაზი და ქალური,
ქალი ხარ ტურფა და ფენომენალური...

თმაში მოგიხდება ლურჯი ორქიდეა -
სიყვარულის მთოვარ ფრთანაზ პოეტესას,
შენი ოცნებები სულის სიმშვიდეა -
თვალებ მოციმციმე ქამელეონესავ...

გრძნობის ასახატად მოვიმარჯვე ქნარი -
ზღვაზე ვხეტიალობ სიყვარულით მთვრალი,
სულში ფრთაველური ქრიხარ თეთრი ქარი
და თოვ თეთრ ფანტელებს უნაზესი ქალი...

ზღვაა ბობოქარი და სხვა ბაიათით -
სევდანარევ ღელვით მგრგვინვარ ზარებს რეკავს,
სულთ ცეცხლოვან ტანგოს მწველი ხასიათით -
თეთრი ქარიშხალი ლურჯ გრიგალთან ცეკვავს...

მწვავს გალაქტიკისფერ თვალთ საამბორეთი -
გული გამოუთქმელ სინაზეთით ტოკავს,
არსებას ატყვევებს ცის საამორეთი
და სული სტიქიურ სიყვარულით როკავს...

გრძნობათ მწვერვალების მუქლურჯ ღრუბლებიდან -
ვთოვ იისფერ თრობით ფრთაგრიგალურ ლოცვას,
ჩვენი სიყვარულის გულიდუმალ ზღვიდან -
მიღმიერი ტრფობით - გიგზავნი მწველ კოცნას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი