ერთადერთო


სულს თეთრ ცისარტყელად როდის აენთები -
ანგელი ქალღმერთი მი თეთრი ედემის,
ოცნების ვარსკვლავად როს ამობრწყინდები -
თეთრი სიყვარული ციმციმით თეთრ ფრთების?

როდის მიადგება სანაპიროს გემი,
როდის ჩამოვუშვებ ზღვის კორსარი ღუზას,
თეთრი პაემნებით როდის შეგეყრები -
თეთრ კაბაში მოსილ მი ლურჯთვალა მუზას?

სულში დაისები კვლავაც იდუმალობს -
სიო აფარფატებს ისევ ნაზად ფარდებს?
ბულბული ნაზ სტვენით ისევე უგალობს -
მთვარის სხივებზე მყვავ სპეტაკ ფიქრთ თეთრ ვარდებს?

ველებზე სირბილი ველურ მუსტანგების -
სპეტაკი ამბორი იისფერ მტრედების:
ისევ გნუსხავს ცეკვა ლურჯ ფარშევანგების -
ცაარეკლილ ტბაზე ცურავენ გედები?

ნიშნად უკვდავ გრძნობის წითელი ვარდები -
ნუთუ ისევ ყვავის ჩვენი ეზოს ბაღში,
ნეტა სასუფევლის როდის დავბრუნდებით
ცისფერ სიყვარულის ჩვენს იისფერ სახლში?

როდის აამღერებ თეთრი სერენადით -
შენ ნაზ თვალთ წინაშე - ნაზ გულს შენი მეტრფის,
ნიშნად სიყვარულის მოიისფრო მანდილს -
ლურჯი სარკმელიდან ზამბახს როდის მესვრი?

ისევ ანთებს ღამეთ ცად წვა ვარსკვლავების -
ბაღში ციმციმებენ ციცინათელები?
- ფონზე მთვარის შუქის სხივთა კამკამების
სულმომნუსხველ თეთრ ვალსს როდის მეცეკვები?

ლურჯ სანაპიროზე ფრთათა უკვდავების -
ერთმანეთის ტრფობით ვისეირნებთ როდის,
როდის შეგეყრები ნეტარ პაემნებით
მი ლურჯთვალა მუზას თეთრ კაბაში მოსილს?

ასათას სხივით მბრწყინ ცისფერ საოცრებას -
ცეცხლის მზეს მაგონებ მნათეს ღრუბლებიდან,
შენს ნაზ სულს ვაჩუქო მწველი ამბორება -
მსურს ვკრიფო ვარდები შენი ტუჩებიდან...

ზღვის გულის ღელვისას ვხედნი ლურჯ გრიგალებს
და სულს სიყვარულის ქარიშხლად ედები,
ფრთანაზ კოცნებს ვატან შენთან შეშლილ ქარებს -
ყოველ ჯერზე ოდეს ნაზი მახსენდები...

მი თეთრი ოცნება - რომელ სუყველგან მდევ -
გულს სიწმიდით ყვავი ტურფა სულის ვარდი,
ლურჯ დასაბამიდან თვალებს აქამომდე -
ჩემთვის გაჩენილი - მხოლოდ შენ უყვარდი...

უქრობი სანთელი გრძნობის მონასტერის -
მი დედოფალი ხარ და მი ერთადერთი,
როგორც ჩემში ნათობ მარად მონატრებით -
ისე მსურს ვნათობდე შენს სულში მზეღმერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი