სამებისი 6
ასათას-სხივ მნათე გრძნობის მოზმანებას ველი ცაზე და მზიანი ღამით მთვრალი შენი ცქერით ვიბნიდები: მი სულის თვალთ უსამანო გალაქტიკურ გულის ზღვაზე - ლურჯ აისად როს მზეთამზე ამოდიხარ და ბრწყინდები... იასამნურ სიციმციმეს და მოზიმზიმ ზამბახისფერს - ულურჯესი გამმა შენგნით სისაოცრით ანთებს სივრცეს, სიყვარულის ღრუბლით მოსილ სულცეხლოვანს და ალისფერს - ო მე ვიწვი და ცრემლთ ვფიფქავ ლურჯ ღვთაებას ოდეს გიმზერ... შენი სულის სილამაზე და ფრთაების შეხება მწვავს - ცის ქალწული როს ფიფქთ მათოვ სასწაულის ვტრფიალებ წამს, და როს ფიქრთ ვალსს გეცეკვები სულის მუზა ფრთალურჯ ზამბახს - უსაზღვროდ მთრთოლ სინაზეს ვგრძნობ - სიყვარული ღმერთივით მწამს... გრძნობის სულით ნაზად ვერწყმი სასუფევლის უკვდავებას - ოდეს იწყებ მი თვალებში ღმერთა მეფა ამზევებას, ვატან ფიფქებს შენ გულისკენ სიყვარულის ნაზ ამბორებს, აფრთიანე სული ღმრთისკენ - იიისფრე მი ამორე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი