სამებისი 7


მი არსების ნაწილი ხარ და თუ ვერ ვხვდით ცხოვრებაში -
მუსიკაში მაინც გპოვებ რადგან ყველა ჰანგში შენ ხარ,
თვალებში და ყველა ფიქრში - სულში - გულში - გონებაში:
ყველგან შენ ხარ - რადგან მუზავ სიყვარულის ნაზი მზე ხარ...

-

მი ოცნების მანდილოსნის წმიდა სული შემიყვარდა -
ანგელოსის თეთრ სულივით სპეტაკი და მშვენიერი,
ცისარტყელის ნაზ ფერებით სულში გრძნობა ალაჟვარდდა -
ქალწულთ ტრფობით მსურს ვადიდო სულის მეფა ჩემი მერი...

მიყვარს ველის ყვავილები და ამური სულფრთათეთრი -
თეთრ კოცნების უწმიდესი სიყვარულით ვეტრფ სულიდან,
ო ვერავინ დამდებს მე ბრალს ღალატში იმ ერთადერთის -
რადგან თეთრი პეპელა ვარ და ნექტარს ვსვავ ნაზთ გულიდან...

შევაყვარო მზე სამება - მუზების თეთრ მბრძანებელმა -
გრძნობის სულის უკვდავება სულთ ვავედრო ნაზთ მფარველმა,

სულზე სულის თეთრ ალერსით გულს ვუყვავო საოცრება -
სპეტაკთ ტუჩებს მსურს ვაჩუქო სიყვარულის ამბორება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი