სონეტი 30
1 მორცხვი ია ხარ და საოცრად ნაზი მუზა ხარ კეკლუცი სულის გულპრანჭია ჭიამაია, მწვანეთვალება მი წაწალი ნაზად მიყვარხარ - ბაგემარწყვება საკოცნელა ტკბილო მაია... გაფიფქავ ფიფქებს მთრთოლ ამბორით მა მწველ ტუჩებზე - საქანელაზე ნაზ გრძნობების მინდა გარწიო, მსურს მიგაწვინო მთოვარემ მზე ცისფერ ღრუბლებზე და თეთრ ალერსით მოიისფრო ნისლში გაგხვიო... ამოგიკოცნო სისათუთით ნაზი თვალები - ვწვდეთ სიყვარულის მოლივლივე ზეცის ლაჟვარდებს, სულზე შეგადნე ნაზ ფერების იდუმალებით - მსურს მზე ვათოვო მტოკავ მკერდის მყვავ თოთო ვარდებს... შენს ნაზ არსებას ტუჩთ სიოთი გრძნობის სინაზე - მსურს ვეჩურჩულო სიყვარულის ყველა ენაზე... 2 არის მომენტი სიყვარულში ზოგჯერ სიგიჟის - როს სულშეშლილი ბეწვის ხიდზე უშიშრად დიხარ, ის განცდა წვდება ცისფერ ღელვით ტრფობის სიმშვიდის - უმაღლეს მწვერვალს რადგან გულით უსაზღვროდ გიყვარს... ფრთანაზი გრძნობა უნატიფეს სიფაქიზით გწვავს - წაწლური ლტოლვის ამურული ცეცხლით ანთიხარ, და იმ უკვდავი იდუმალ წვის სასწაულის წამს - გრძნობ რომ ფრთასხმული სიყვარულის ანგელოზი ხარ... იწყებენ თოვას თეთრი ფრთები ფიფქთა ლაჟვარდის და როს თვალებში იწყებს ციმციმს ოცნება წმინდა: მაგ დროს სულიდან მუზას გიძღვნა თეთრ ტრფობის ვარდი და მსურს შევიგრძნო შენს თვალებში ზეცა ვით ბრწყინდა... მწვავს ხარების ცა და ზედ მნათ მზეს გრძნობის სინაზე - მსურს გეჩურჩულო სიყვარულის ყველა ენაზე... 3 შენმა სინაზემ მი თვალებში ყველა დაჩრდილა და სულს მოთოვა სისაოცრით ჰანგი უკვდავი, მზიან ღამის მზემ მთვარის კოცნით ჩვენ მოგვაჩრდილა და გულთ შორის შვა სიყვარულის ცისკრის ვარსკვლავი... მე შენ მიყვარხარ გამომზევდა ქართულ ზეცაზე - ლურჯი ცეცხლით მწვავ მწვერვალიდან აგინთე ტრფობა, ო არ არსებობს ქართული მზის ბრწყინვალებაზე - მის უსპეტაკეს სიყვარულზე ნათელი გრძნობა... ჰოდა ამ გრძნობით უკვდავების გეცეკვო ვალსი და შენ თვალებში გავაღვიძო მზის სული წმინდა, ასათას-სხივით მფიფქვარ ზეცის სინათლის ვარდი - ნიშნად მარადი სიყვარულის მოგიძღვნა მინდა... მინდა აგიხსნა სიყვარულის ყველა ენაზე - მარადისობის მოიისფრო გრძნობის სინაზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი