სონეტი 31
შენი გვირგვინი ამორძალ ცას დაულალია - გულთ მონადირე ამურესას გაცვია ბედი, მი გულში მყვავი სულის მუზა მეფა ლილია - ხარ ნაზ ედემის პოეტესა გრაცია ლედი... მარადისობის მიგულიხარ სულის ნაწილად - ხარ გულმიჯნური ნაზი მეტრფე მზის არულისა, თრთოლვით იშლები უკვდავების ცისფერ ყვავილად და არეს აფრქვევ სულნელებას სიყვარულისა... გამშვენებს სულის სილამაზე სამოთხისეულს და თვით სამყარო შემოსტრფის შენს მშვენიერებას, ცამდე ასულს და ლაჟვარდისფერ ნისლში გახვეულს - მსურს შენს სიწმიდეს ქედს უხრიდეს ბედნიერება... მსურს შეწვდე მწვერვალს სად სუფევად სულის მშვიდობა - ყვავის იისფერ სიყვარულის მარადისობად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი