სამებისი 8


ლურჯ ზეციდან თმაგაშლილი მუზა მესვრის მუქლურჯ ვარდებს,
მიყვარს სატრფოს რევერანსი და ლურჯ თვალთა სიკამკამე...
ვუკრავ სკრიპკას ვით შეშლილი, ვარსკვლავები ცეკვენ ვალსებს,
მწვავს გრძნობების რენესანსი ოდეს ყვავის ლურჯი ღამე...

ლურჯ სამყაროს ფრთალურჯი მზე თვის მშვენებით მკიდებს ალებს,
ვფიფქავ მთვარე: გულს მოცარტობს ანგელოსი მოკამკამე...
ლურჯ კოშკიდან მოციმციმე ქალღმერთ ქალწულს ვუთვალთვალებ,
არასოდეს არ ვარ მარტო, როცა დგება ლურჯი ღამე...

ლურჯ პლანეტის პოეტესა სული ცაზე მოზამბახე -
ლედი ლურჯი ავაზაა ლურჯ კაბაში შემოსილი,
გალაქტიკის ამურესა მი ლურჯ მერის წმიდა სახე -
ხატია და მი მუზაა და ვთაყვანებ გულშეშლილი...

ვუკრავ ცაზე ვიოლინოს, ვეცეკვები სატრფოს ტანგოს,
და ლურჯ ბაგეთ ვსვავ ლურჯ ღვინოს ოდეს მეფა მჩუქნის ამბორს, 

ჩვენს გულთ შორის მოციქულობს სიყვარულის თეთრი ღმერთი -
მზიან ღამის მზე და მთვარე უკვდავებით ერთურთს შევსტრფით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი