იყო და არა იყო რა


გყვარობ უკვდავად მადმაზელ ბელა
მი სულის მუზა თეთრ ესმერალდას,
თეთრ ურჩხულს ქვეყნად მანათობელა -
ეს ნაზი გრძნობა მე შემიყვარდა...

პოეტურ გულის ქართველმა ჯინმა -
პრინცად მაქცია სულმა ამინის,
მფრინავ ხალიჩით თეთრ ალადინმა -
ცა მოგატარე ნაზ სულს ჟასმინის...

მი სიყვარულის ნაზი მნათე ხარ
სულფრთასპეტაკი თეთრი ფიფქია,
შენ წმიდა სულის ქვეყნად სახე ხარ -
შენზე ოცნება ნაზი ფიქრია...

ვარსკვლავიანი ულურჯესი ცა -
მზე და მთოვარე სულმოკამკამე,
შეყვარებული გულების ზეცა -
შენთვის ავხატე მზიანი ღამე...

ფუნჯი ავართვი ქართველ სიზმარას -
მარადი სატრფო მიყვარხარ ცოლო,
"ჰოდა - იყო და არა იყო რა -
იყოს ამ ზღაპრის კეთილი ბოლო"...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი