სონეტი 32
ოქროსთმიანი მზეთუნახავის ნაზ ზღაპრებზე ზრდილს - ბავშვობის ზეცის თეთრ ოცნების მზე შემიყვარდი, მთელი ცხოვრება სულის გულში სინაზით რომ ვზრდი - ცას შევაწყვიტე და მსურს გიძღვნა ის თეთრი ვარდი... ღვთაებრივი ხარ სიყვარულის თეთრო ფერიავ და რაც ჩემში შვი გიბრუნებ ნაზს გულით უკანვე, ეს გრძნობა სრულად ღვთიური და სულიერია და მი ფიქრებში ამიტომაც - გავაუკვდავე... თეთრ ანგელოსის სული ხარ და ნაზი ვარდი ხარ - მოვლენილი ხარ სევდისაგან გულთა სახსნელად, ჩემში ფრთასპეტაკ თეთრ ქალღმერთის სულით ანთიხარ და სიყვარულის დედოფალი გქვია სახელად... უკვდავება ხარ მი ამორე - ჩემი მერი ხარ, ვმეფობ სულით და სიყვარულზე შენთვის ვმღერივარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი