სონეტი 33


სიყვარულის ცას სული წვდება მუსიკის ფრთებით -
მფიფქი ქალწული ათოვს ფანტელს საქრისტიანოს,
თეთრი ანგელი უკრავს ციმციმ თეთრი თითებით:
სულში ფიფქების კრისტალისფერ ფორტეპიანოს...

გალობს ფიფქები თეთრ ჰანგებს და თეთრი ოცნება:
თოვს აბროლებას სიყვარულის თეთრ შადრევნების,
და თეთრ ქალღმერთის თეთრ ფრთაების ნაზ ამბორებას -
ვპასუხობ თრთოლვით რომ ამ გრძნობას ჯვარზე ვევნებით...

მარადისობის კრისტალთ მფიფქვარ ცრემლით ნაწამებ -
ნაზ გულს და თვალებს შვენის ცისფრად ალილიება...
სიყვარულის მზეს - უკვდავებას - თქვენ მეს იწამებთ!
ო რა ტკბილია მი ფრთაების შურისძიება...

თოვლის გრაციას უკვდავ გრძნობით უგალობს ფრთები
და მელანდება ფიფქთ აისით ვით იისფრდებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი