სამებისი 11


მე გალანტი მიჯნური მზე სიყვარულზე მუდამ ვმღერი -
როს სულს ათოვს შენი სულის მქრთალი სახე სხივთ-მთოველი,
იისფერო მუზავ - სუნთქვავ - სევდისფერო ჩემო მერი -
შენს ზამბახად მყვავ ბაგეთა ცისფერ ამბორს თრთოლვით ველი...

გალაქტიკურ გულით მნათეს ზეცა მიწნის ნათლის გვირგვინს
და სულიდან ვისვრი შენთვის ლილიისფერ ჰორტენზიას,
გშვენის სატრფოს ღვთაებრივი სიყვარულის ნაზი ღიმი -
შენი სული ჩემთვის არის ლურჯ ფიფქთ მთოვი პოეზია...

გევ ღვთაებას რომელ მაწვდის ღვთის შვიდ სულის შვიდი სანთლის -
ლურჯ ალებით მოციაგე ალოცებულ ოქროს შანდალს,
ჩვენს გულთ შორის ტრფიალებით მოლაჟვარდე მზერა ნათლის -
როგორ მიყვარს ბავშვის სული ოდეს შენში თვალებს ნაბავს...

სულიდუმალ გულის თვალთა ჩუმი ცრემლის სინაზეთი -
რამდენ უთქმელ და აუხსნელ ფიქრებს ხატავს საფიფქეთის,

ო მაგონებ ქალწულ ქალღმერთს ფრთასპეტაკი თეთრი დონა -
ო ისევ მწვავ ცეცხლით ღვთიურ თოვლისფერი მი მადონა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი