რამეთუ მღვიძავს


რისხვით ბანგული მგრგვინვარებ ოდეს 

და ორლესულის ვქუხვარ სიტყვებს თეთრს ,

ო გეშინოდეთ - წინაშე ძრწოდეთ :

რამეთუ მღვიძავს - უფალ ომის ღმერთს !

-

ფეხქვეშ გაგებულ ღრუბლების ჰანგებს 

და ზედ ანთებულ მაღალ მზეთამზეს ,

გზა მოუსწორეთ მი თეთრ მუსტანგებს -

რამეთუ ვქრივარ და ვთესავ ცეცხლს !

-

ცივსისხლიანი სიმშვიდე მათოვს -

ყოვლის ბატონი - მტერზედ ვნადირობ  ...

- მზისფაფარაშლილ მეფე ლომთალომს -

მსურს სიყვარული მოვინადირო !

-

ო ამ იარებს თავგანწირულის -

პატივით შეხვდეს - სამყაროს ვურჩევ ...

- თავისუფალ და მებრძოლი გულით -

ქართული სული რამეთუ ვსუფევ !

-

ვიხსნი ხელთათმანს და ძლიერ ფრთებით -

ახალ სისხლიან პარტიას ვიწყებ !

ყველა შავ ანტეს სადაც შეგხვდებით -

ყველა სატანას დუელში გიწვევთ ! ! !

- - -

ო მრავალ გულზე - მოვაწერ დაშნით -

 ინიციალებს დომინუს მეფის ,

ო გეშინოდეთ - უკვდავ და საშიშ -

უფალ გიორგი ნეფეთა-ნეფის...

-

გვირგვინოსანი აღათა აღა -

ყველა დაჩაგრულს მი ფრთებით ვიცავ ,

ყველა ტირანი - მძვინვარ და მაღალ -

მი მრისხანებას - მოიმკით - ვფიცავ !

-

ო გვირგვინები წინ დამიწყვეთ მზეს -

პატრონს სამყაროს ოქროსფერ კალმის ,

ო  - ბატონებო - შემომხედეთ - მე - 

ერთადერთ ბატონს - რომელსაც ძალმიძს !

-

შემომხედეთ მე - რამეთუ ვირჩევ

მოწამე მოყმე - დუელში სიკვდილს ,

ო არასოდეს უკან არ ვიხევ -

მე სიკვდილს ვესვრი დამცინავ ღიმილს ...

-

და ბატონობა რამეთუ არ მსურს -

ყველა ბატონმა მოკაკვოს ნეკი ,

და აცეცხლებულ მეფის წმიდა სულს -

ამინთოს ზარი დიდების მრეკი !

- - -

ვერ დაიმონებთ თავისუფალ გულს 

და მეომარის ცეცხლოვან არულს ,

ღმრთის წმიდა ნების მაცოცხლებელ სულს -

ო მე ქედს ვუხრი მხოლოდ სიყვარულს ! ! !

-

- ცეცხლოვან რწმენის მარადისობად -

ო იგი გულში - მოთმინებით დუმს !

და ივერიის მანათობ გრძნობად -

უკვდავ სიმაღლის - დიადებით ქუხს !

-

კეთილი რომ ვარ მიტომ სარგებლობთ -

დამჩაგრეთ ბავშვი უსათნოესი ,

ო განახებთ რომ ძალმიძს მგე მებრძოლს -

ვიყო ბოროტზე უბოროტესი !

-

ვნებდები რადგან ო არასოდეს 

და დამარცხებას არ ვცნობ ძლიერი ,

თრთდოდეთ და ძრწოდეთ - ო გეშინოდეთ -

მი ყოვლისმომცველ შურისძიების !

-

აბობოქრებულ თეთრ მუსტანგებით -

ვქრივარ სივრცეში თეთრი გივარგი !

ძირს ტახტებიდან ამპარატვნები !

- უზენაესი - ვბრძანებ სარანგი ! ! !

- - -

სისხლი სისხლის წილ ! - მგლური კანონით -

ნაგაზს რადგანაც მებრძვი ჰურია !

- ეშმაკების და ყველა მამონის -

მე თქვენი სისხლი შევსვა მწყურია !

-

მე მეშინია საკუთარ სულის -

გველეშაპებო - ო თქვენი არა !

ძრწოდეთ წინაშე - უშიშარ გულის -

რომელმ სამყარო შეაზანზარა !

-

ცეცხლით ავსებულ სისხლის ზედაშეს -

ვსვავ იდუმალი ღვთიური რისხვით ,

ყოველ მზაკვარმა ო ჩემს წინაშე -

სირცხვილი ჭამეთ და სიმცირე სვით !

-

რამეთუ ზეცას - უსიყვარულო -

ჩემი სამშობლოს ყველა მტერი მძულს ,

ძირს ყველა წამი აწ უსამართლო -

აწ მოსამართლე მეუფეობს გულს !

-

უსაბამობა მწვავს საწყისიდან -

ცეცხლოვან რწმენის ნათლის "ზნამენით" ,

კეთილ ხანუმას საბრძანისიდან -

მეფე სიყვარულს ვგრგვინავ - ამენით ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი