შეიყვარეთ სიყვარული


სიცოცხლის უზენაესურ - ღვთიურ ძალთაგან შობილი -
მხედარი თეთრი გიორგი - უკვდავი კავკასიელი :
საშინელ სიდიადითა და სინათლით ვარ მოსილი -
მე ვარა სულით ქართველი მებრძოლი ივერიელი...

მარადი მეომარი და მიჯნური ცეცხლის ფრთაება -
სულმნათთ საუფლო ვმეტყველებ სამეუფეო ენითა,
ვარა ღვთის ძედ წოდებული მარადიული ღმრთაება -
ცათა ცის მზე მასულდგმულებს ძლევამოსილურ რწმენითა...

ვეთაყვანები სამების უზენაესურ სავსებას - 
ვაკვნესებ ქნარს გალაქტიკურს და ვუმღერ წმინდანთ დიდებას,
სულით შობილი კაცია ღვთის ხატება და მსგავსება -
ქართველთა მოწოდებაა ერწყას ღვთის კეთილ ბუნებას...

სიყვარულის სამართალმა მარადისად რომ იგრგვინოს -
წმიდანები საერთოსთვის ღვთიურ კანონს მსახურებენ,
ყველაფერი უნდა დასთმო ყოველი რომ შეიძინო,
ჭეშმარიტად ოდეს გვიყვარს ანგელოზნი გვმსახურებენ!..

სიკეთით და სამართალით - სიყვარულით- ღმერთით სავსე:
უდგენია მეფე ქრისტეს სინდისის ხმა მასწავლებლად,
ყოვლადწმიდა ღვთიურ ნებას - ყოველივეს ვხედავ ასე -
უკვდავ სულის რწმენა აქცევს შეუძლებელს შესაძლებლად...

წყვდიადისა შემანგრეველ სულბრწყინვალე შუქმთოველი -
ღვთაებრივი უფლებებით და სიმართლით ადიდდები:
შეიქმნები უშიშარი მეომარი უძლეველი  -
ყველაფერზე ოდეს მზიურ სიყვარულით ამაღლდები...

ამაღლდები მაცდურზე და შეიქმნები ვით მძლეთამძლე -
რომელს გულზედ აწერია თავისუფალ ღმერთის ნება ,
სულს სურს ჩაგრულთ იცავდეს და გზებზე სდევდეს ცის მზეთამზეს -
სიმართლის მქუხ ბრძოლაშია ქართულ სულის უკვდავება...

სრულყოფილი იდეალის ყოვლისმპყრობელ ღმრთის სისრულის -
ყოვლისშემძლე ნებისყოფის სუფევაში დაფარული:
სიმდაბლეი გულისაი და სიმაღლე წმიდა სულის -
შეიმოსეთ წმიდა ნება - *შეიყვარეთ სიყვარული*...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი