მიჯნური
ლურჯად ლივლივა ცის ოკეანეს - ღამით ოცნებით უმზერს და გფიქრობს , ის ფიქრით ხატავს შენს თვალებს მწვანეს და სურს ვარსკვლავი სულში აგინთოს... ის შენს თვალებში ჭვრეტს ნაზ სიყვარულს და სიყვარულში მთლიან სამყაროს , ის ხედავს შენში ფრთანაზ მზიურ სულს - ის ხედავს შენში ნათლის ანგელოსს ... უკვდავი რწმენით გულში ზრდის მზისფერ - სიყვარულით მყვავ სისხლისფერ ვარდებს , მას შენთან ერთად სურს ტრფობით მიწვდეს - ნაზი ედემის მთრთოლვარ ლაჟვარდებს ... ყველამ უარჰყოს - ოღონდ შენ გწამდეს - ყველას გაჩუქებს სისხლისფერ ვარდებს , ის გაგაღმერთებს სიყვარულამდე - ის ყოველს დათმობს ოღონდ შენ ყავდე ... ცისფერ გრძნობაზე ჯვარი დაგწეროს - გითხრას რომ მისი ნაზი ევა ხარ , მას სურს რომ შენთვის ცას მიაწეროს : ო უკვდავებავ - მე შენ მიყვარხარ ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი