სამებისი 9
თეთრი რაშის თეთრი მხედრის მხედართმთავრულ სითეთრეში - ასე მარტო უკვდავების მთოვარე მზე თუ ამოდის , ლურჯ სამყაროს თეთრ მწვერვალის კრისტალ მზიურ სასახლეში - ასე მხოლოდ სიყვარულის მხნე რაინდი თუ შემოდის ... ვერ უსწორებს თვის ბნელ თვალებს ზეს თვალთ მზერის ელვარებას : ქედს უხრის თვით ბოროტება და მორჩილებს მის ბრძანებას , ო მთლიანი საანგელო ეტრფის მგის ნაზ ბრწყინვალებას - და იდუმალს აღიარებს მის ღვთაებრივ ძლიერებას ... თავდახრილი მორცხვი ბავშვი მუხლს იდრეკს და მზე სამებას - ყოვლისშემძლე თეთრი ხელი მკერდზე აბნევს სისხლისფერ ვარდს , ღვთისმშობელი ეუბნება : წამოდექი ღმრთის სახებავ , ეზიარე მიჯნურობას და ფრთაცისფერ უკვდავთა დარდს ... და გუგუნებს საანგელო : დიდებაი ღმერთს ცხრა ცათა , დიდებაი დიდ სამებას - მადიდებელს თვის წმინდანთა ! ამომზევდა ლაზარიუს შემოსილი ამენითა - კურთხეულ არსს მომავალი თეთრი მეფის სახელითა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი