ლედი ივნისელს
თქვენ გრძნობით მგალობ უნაზეს სულის - ნაზი ნოტები გულს თოვად მინთებს , ო სულს მითრთოლებს თქვენი მზის გული , მის მე ვეტრფი თქვენს ანგელოსურ ფრთებს ... ნაზი ოცნება ჩუმად თან გსდევთ და ოდეს თვალებით მიჯნურს ეძახით : გიხდებათ ფრთანაზს ცისფერი სევდა - სინაზით მყვავი ლურჯი ზამბახის ... იქნებ ირწმუნოთ თეთრ გაზაფხულის და სანამ თოვად გაიამინდებს - მოთოვოთ ჰანგი თეთრ სიყვარულის რომელიც ხატავს ფიფქთ პირამიდებს ... ო მე მანცვიფრებს თქვენი სინაზე და თქვენს სიყვარულს ვუთვლი ამინებს , ბავშვი გულს ვხატავ ფანჯრის მინაზე და ველი სპეტაკ ფიფქთა აისებს ... ვთოვ თქვენთვის თოვლის ედელვაისებს და სულზე გაბავთ ამბორთ თილისმებს , გჩუქნით გულიდან ცისფერ ალერსებს - ნაზ ამურესა ლედი ივნისელს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი