სიტყვით სიყვარულის
1 უშობლის სული ციდან დაჰღმუის თეთრ მესიეთის იისფერ მხარეს , ყალყზე აყენებს თეთრ რაშს ამური - თეთრ ფიფქებს ბარდნის რაინდი მთვარე ... ადგას გვირგვინი თოვლის მყინვარის და ნათობს ღვთიურ იდუმალებით , დგას წმინდა მთა და ფიქრთ შარავანდით - თეთრად სუდრული ქუხს მდუმარებით ... - ბეთლემის ლომი მთიდან ღრიალებს და ქართული მზე ბრდღვინავს ალიონს , ოქროს სხივებმა ცეცხლით იალეს - სივრცე აბოლებს ნისლის ყალიონს ... სისხამ შეჰყივის ქართულ ცისკარსა - არწივისაა ცის სამფლობელო , ლურჯ კოსმოსზე კრავს სულის კამარას გალაქტიკური მზის სამლოცველო ... ცაზე მაგიურ ღვთიურ ჰანგებით - ფრთაცისფერ ჰიმნებს ქუხს საანგელო , და ლეგენდარულ თეთრი რაშებით - მქროლვარ ქარებად ქრის საქართველო ... ------- --- - ააალმასა მზის ბრწყინვამ სიტყვა - ღვთიური სიბრძნით ნახავერდები , რომელშიც ჩუმად მჩქეფარე გრგვინავს - სიცოცხლის სულის ფიფქთ ჩანჩქერები ... ფიფქთა მნათ ნათელს თან ახლავს თეთრი იესოს ვარდის ცისფერი დარდი , რომელს სდევს კრისტალ სინაზის მკვეთრი ცის საიდუმლო სერობის მადლი ... - ვარ შემოქმედი სულის ქორწილის - ო საქართველოს დიდებას ვქმნი მე , ყოვლის მემკვიდრეს და თეთრ მეფისწულს - ამყავს თეთრ ტახტზე სიყვარულის მზე ... თეთრ სიყვარულზე ვუმღერ ამორძალს - მე ვმღერი ქართულ სევდის დიდებას , ვჩუქნი თეთრ შროშანს ქალწულ პატარძალს და ველი მზე როს ამობრწყინდება ... მფიფქვარ კაბაში მოსილ დედოფალს - ივერია გავს ორსულ მადონას , ო იგი მალე - შობს მზეს იდუმალს - რომელ თოვს ცეცხლით ერის ნათლობას ... ------- --- - მნათ თოვლის კრისტალ თეთრ სასახლეში - ასე მხოლოდ მგე - ფიფქთ მეფე დადის , ათსიმიან ჩანგს აკვნესებს მესხი და უგალობს სულს უთეთრეს ვარდის ... - ზეცის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქნარნი უპყრიათ ფრთანაზ მადონებს , ქნარიდან მთოვარ თვალებში უთრთით კრისტალი ლოცვა თეთრ იადონებს ... უკვდავ სამების მაღალ დიდებას - არა აქვს ბოლო ღვთიურ წყალობას , ო ზეციდან თოვს ფრთათეთრ ფიფქებად ავე მარიას თეთრი გალობა ... - ქსოვს თეთრ ხელებით თბილი ბებია და საშობაო - ცით ფანტელთ ბარდნის , თეთრწვეროსანი თოვლის ბაბუა - ხუცესის მთიურ მღერის ჩუმ დარდით ... ყველაფერ ქართულს - ყოველ ქართულ სულს - გულს სიყვარულის გამობრწყინებად : ერთ ოჯახად კვრის იბერთ მნათ სულს სრულს - ცის ბუმბერაზი უთვლის - დიდებას ! ------- --- - 2 "ჩაუმქრალ სანთელთ" გშვენის გვირგვინი - აჭარელი მზე ქართველობ განა , ო ეს ლექსი მნათ და მაღალ სიტყვის - შენ ემბაზთ სხივთ ქვეშ ზე განიბანა ... - სიყვარულით და ზღვაურ გულ-ღელვით , ავ მუსაიფით , მშვიდი აზმნობით , კეთილის ლოცვით , ეშმაკის წყევლით - მე მოვიპოვე პური არსობის ... ვით მეფსალმუნე დიდმა დავითმა - მე გოლიათებს გავუპე შუბლი , ჩემი დიდება ცამდე ავიდა - მე უქრობელი ავანთე შუქი ! - მქუხ ხორუმით და მთიულურ გზნების - მზიურ ცეცხლოვან ტემპერამენტით : რომანტიული ქართულ ცეკვების - გენიით როკავს ივერთა ღმერთი ! სამყაროს სულის უძირო სიღრმის და მწვერვალების ყველა პოემა : ქართული მზე და მთიები ცისკრის - გულშია ცათა უსაზღვროება ! - წარბდაღრუბლულსა ვაჟას სამშობლოს აუსხავს ტანზე რწმენის აბჯარი და ხელთ უპყრია მარად საბრძოლო ქართული სიტყვის მტკიცე ფარ-ხმალი ... გულთ ამოცანის ხსნის ყოველ გრძნობას იბერთ გენიის სიტყვის მესსია , ყოვლადს ურყევი სდევს ნებისყოფა - ქართული ყოვლად ურთულესია ... გავს ყოვლის მხილველ მემატიანეს ანგელთანგელი ხილვის მთიები : სიტყვა - ღმრთის თვალთა ჭვრეტს ოკეანეს და ხატავს მსუფევს მფიფქვარ ფიქრთ ფრთებით ... მოგევს თეთრ ცხენზე ამხედრებული - არწივულ მზერის ლომივით მყეფე : თეთრ ჩოხაში და თეთრ ახალუხში - თეთრ ყაბალახით - შემოსილ ნეფეს ... - ო შენს დიდებას ამკობს ამინით - შენივ უკვდავი მთრთოლვარე გული , სიტყვავ ბებერო ეს რა პატივით - შეგიმოსია ქართული სული ... ------- --- - მათოვს ცა მზერის აალმასებას და თავზე მადგამს მოწამის გვირგვინს , ცხოელი სულის ვარ სახარება - აწ ბიბლიურ მზის სამოსით ვივლი ... ცეცხლის ხალენი მოვიცვი მეფემ - შევსვი ფიალა რისხვის ჰაშიშის , წმინდა მცნებათ მგმობთ არწივმ შევყეფე - გწეოდეთ მი თვალთ წყევლა საშიში ... თვის გულის სისხლით თოვლი შეღება - მგემ ცის არტისტულ წითელ ვარდისთვის , ბევრს ეკრძალება ხელის შეხება - ო ამ კურთხეულ წმინდა ფარდისთვის ... წყეულმც იყოსა ვინაც შებილწოს - ქართვლის დედისა ლურჯი ლეჩაქი , მსურს ქართულ გულში დედა მზე იყოს და სულ ყვაოდეს სულში ვენახი ... სულის მტევანთგან გამოწურულსა - ტრფიალით სვამდეს სისხლისფერ ღვინოს , ვაჟკაცურ რწმენით შუბლმოღრუბლულმა - ქართულმა გულმა მსურს სულ იგრგვინოს ... ------- --- - 3 ანთება სულით მაღალ თავადის და თეთრ მაგისტრის შავი გაგებით : მხრებზე მოგდება შავი ნაბადის - კაცს უნდ ძალუძდეს გააბრაგება ... სიმართლე არის სოფლის მარილი - აქვს მოღალატის განგმირვის ნებაც , მიჯნური არის სულით მარტვილი - ძმადნაფიცობის არ უხვევს ცნებას ... მუშტის შეკვრის და გრგვინვის უფლება - აქვს მხილების და შენდობის ძალაც , სადაც არა ღირს იქ გაჩუმება - ბრძენს ძალუძს დურაკთ მიუდგეს ჰალად ... მხოლოდ სულით და გულით ქართველს აქ - მზის თეთრ სუფრასთან მისვლის უფლება , ლურჯ ცეცხლთან ბჭობის ნება მასა აქ - ვინც ეტრფის სულის თავისუფლებას ... ო უნდა ჰქონდეს კაცს ზე თვისება და ჩუმი რიდით - ზრდილობით თოვდეს , რომ ღმრთის წინაშე დგომის უფლება და სადღეგრძელოს თქმის ნება ჰქონდეს ... ------- --- - მშვენიერებებს ,ფრთიან შედევრებს , მნათ სასწაულებს , მაღალ მწვერვალებს , მწვერვალთ მზეებს და სხივთა ამბორებს , თვალები უნდა თოვდნენ ჩქერალებს ... ანთებდნენ რწმენით თეთრ ანგელოსებს , გული მოსტაცონ შორეულ დონებს , თვალებმა უნდა მიწვდნენ თეთრ ლოცვებს და სულთა მეტრფე მზე იადონებს ... ცას და ყვავილებს, ცისფერ სამოთხეს , სასუფეველის ნეტარ სუფევას , თვალები უნდა თოვდნენ სინათლეს და უგულწრფელეს თავისუფლებას ... ჩუმად იწვოდნენ ტრფობით ფარულით - ღირსებით სუნთქვა აიდუმალებს , უნდა ნაღმავდნენ ცას სიყვარულით - თვალებმა უნდა შეჰბრწყინონ თვალებს ... სათნოებას და მადლით ნათებას - სიკეთის სულს და ვარსკვლავურ ღამეს , მთრთოლვარე ფიქრით სულის ანთებას - თვალები უნდა ხატავდნენ რამეს ... ------- --- - 4 არ შემიყვაროთ ვით თქვენი ერთი - თორემ მოგისევთ მყინვარ ფიფქებსა , დაწყევლილი ვარ ამური ღმერთი - მი სიყვარული ზეცად შლის ფრთებსა ... მე თეთრ ქალღმერთის მიჯნური სული - გაჭრილი სულ სხვა ფერთ სინაზეში : ვარ ღვთიურ ცეცხლით დაჭრილი გულში და ვიწვი ჯვარცმულ სილამაზეში ... მი სული ყვავის სისპეტაკეში - ვყვარობ სიწმინდეს გულის ღვთაების , გიზგიზებს მწველი ცეცხლი თვალებში და მიჯნურს მდაგავს ცრემლი ვაების ... ო შემიყვარეთ - მხოლოდ ფრთაებით , არამიწიერ მე გრძნობას ვეტრფი , სიყვარულს ვეტრფი მხოლოდ ღვთაებრივს, მი წყურვილს ამინს დუმილით ვეტყვი ... არ შემიყვაროთ ვით თქვენი ერთი - თორემ გულს გატკენთ ფრთანაზო მისის , ვარ სიყვარულით დაჭრილი ღმერთი - ჩემი ოცნება მხოლოდ ცამ იცის ... ------- --- - სული ანგელთა ნაამურალი - მზიურ სხივების ბრწყინვად აშლილა , ცის ლურჯ ტუჩებით ნაამბორალი - ბაგე ნაფიფქვარ დაგვამ დალილა ... სევდის პიანოს ვიღებ აკორდებს და ჩემს წამებას თამამად ვმღერი , ჩემს მტანჯველს ვუსევ სულზე ამბორებს - მე მიჯნური ვარ მი თეთრი მერის ... მმოსევს დიდება მაღალ თვითერთის და თეთრ ფიფქებს ვთოვ მი მწვერვალთაგან , თეთრი ბახუსის ვხარხარებ ღმერთი - ვხარხარებ და მდის ცრემლი თვალთაგან ... - გულით ნატიფ და გრძნობით აზიზი და სათნო მზერის ოცნება მშვიდი : ო მე მნუსხავდა მთრთოლ და ფაქიზი - მისი თვალების ცისფერი ბინდი ... რაღაც უთქმელმა დამჭრა ზევიდან და საოცრებამ დანაღმა სული : ოდეს მზიური მასში შევიცან გატანჯულ ბავშვის სათუთი გული ... ო მწვავდა მისი ნაზი ფრთაები და ცრემლით სავსე სული ციერი , მე მასში ვჭვრეტდი სპეტაკ ღვთაების - ანგელოს ასულს მნათე იერით ... ეს უსასრული მთელი საწუთრო - ღირდა იმ გრძნობის ერთ გაღიმებად , იმ წამს მოთოვეს ჩემში ქალწულის - სულის ხატება - სერაფიმებმა ... ჟრუანტელების ფიფქმ დამიარა - მისმა სახებამ სულში იალა , იმ თვალთა ცეცხლს და ცისფერ იარას - ო მე ვეტრფი კვლავ იმ სულს - ცქრიალას ... გულს უმაღლესი ათოვდა სევდა - გალობდა კრძალვით - იწვოდა ჩუმად , ეს იყო ერთხელ - როს სული ჭექდა და სიყვარულის გენიით ქუხდა ... რა დამავიწყებს იმ ცისფერ ცრემლებს - ო რა გულწრფელი მზით ვკვნესდი მაშინ , მე სიყვარულზე ვიმღერე ერთხელ - კვლავ იმ მწვერვალზე ვქრი მი თეთრ რაშით !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი