სონეტი 34
ფრთაიისფერი ამბორები გულის ტუჩებმა და ალერსი ფიფქთ ჩემი სულის თეთრ მწვერვალებმა : ო ჭაბუკური სიკისკასით ანთებულებმა - მთელი სამყარო შემოგწირეს ჩემმა თვალებმა ... ყველა დროს მისი პრინცესა და პოეტი ყავდა - ყველა დროს სდევდა თვისი სევდა და ნაზი დარდი , გულში სიყვარულს მიჯნური სულ ცრემლებით რწყავდა , ო ზეცამ იცის ვით მიყვარდი მი სულის ვარდი ... მიჯნურნი გულით ედემალურ ეპოქებს ჰქმნიდნენ - ო მადონები ჰქმნიდნენ მუდამ მათ სულში ამინდს , პოეტებს მარად მშვენიერი დონები სჯიდნენ - შენ რას დაარქმევ ჩემო მერი შენს ჯვარცმულ რაინდს ... გულზე უკვდავი სიყვარულის კამარა მაზის - არავინაა ამორძალო შენსავით ნაზი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი