ახალი წლის არია
აცურებს ტბად და კოსმოსზე ანთებს - ოქროსფერ ნავებს და ვარსკვლავებსა , ისვრის ამური ცით ოქროს ანკესს და იჭერს ნატვრით ოქროს თევზებსა ... შევარდენისებრ ალესილ მზერით - სივრცეებს კიდებს მზვერავ თვალებსა , წმინდა ცაზე ქუხს ქართულ სიმღერით და ველურ მუსტანგს აგელავებსა ... ფიქრის მაესტრო იგ ფრთა-ესთეტი ტრფობის უფალი მგოსანი მეფე : არს ტიტან სულის ავტორიტეტი და სიყვარულის მარადი ნეფე ... გულზედ მიჯნურის აზის იარა - მზეთა დიდების მნათობთა თანადს , მაღალ შუბლს უმკობს ცეცხლის ტიარა - გრაალის რაინდთ გვარდიის თავადს ... სარანგის ჩინის ორდენოსანი - მეწამულ ვარდის მტვირთველ გულითა : გრგვინავს ცით ეკლის გვირგვინოსანი - სულითა ცეცხლით დადაგულითა ... --- ეტრფის სინაზით სამოთხის გვრიტებს და ალერსს ჩუქნის მნათ ანგელოსებს , აგროვებს მნათე ცრემლთ მარგალიტებს და ყელზე აბავს ნაზ მანდილოსნებს ... ვით ბულბული სულთ გულზედ ადნება - მგალობელ ფიფქთა ალაჟვარდებით , და ელანდება ანავარდება - ლერწამ ქალწული წითელ ვარდების ... --- სულით ციმციმებს ღვთაება ნაზი - გალაქსიურ ლურჯ მთრთოლ ლაჟვარდებით, მას ზამბახს ღაწვზედ ხალები აზის და ათრობს ამურს ფაქიზ ფარდებით ... თეთრი ქალღმერთის მარმარილოს ძეგლს - მუზების მეფას და სულს მშვენიერს : ნაზთ მუზეუმში უდგამს ტრფობის ძე - სახე მქრთალ ქალწულ ტურფა მერიემს ... ნიამორესა სულმორცხვ ცის იას - მთის ბროლოსანსა მნათ ვარდ თეთრ ევას , სარო ტანიან ფრთანაზ ლილიას - მზე მლოცვარ სხივთა ათოვს სუფევას ... --- სანთელი ჩუმი ლივლივით იწვის - ფრთალურჯი ალნი თვალებში კრთიან , სიყვარულის ცა გულს ციმციმ ყვავის - სულის სიმები სინაზით თრთიან ... სერაფიმის ფრთით ახატავს ზეცას და ოქროცურვილ ცეცხლის სხივებს წვიმს , მწველი მუსიკის ნოტთ სუნთქვა წყდება - თეთრი მაესტროს ვიოლინოს სიმთ ... ხელთ ვერცხლის ქნარი უპყრია სპეტაკ - უნაზეს სულის მნათე ქეთევანს , თოვს ფრთაიისფერ მომღერალ ნოტებს და სივრცეებს ჰფენს ცისფერ სუფევას ... ვერცხლის თითებით კოცნის მთოვარე - ცისფერ კლავიშებს თოვლის პიანოს , მზის ოქროს არფას უკრავს ბარბარე - ცა ცრის სამოთხეს მოიიანოს ... სიმებზე ცურვენ თითები ნაზის - არფა მოოქრილ ფრთიან ჰანგებს თოვს , ხმას სიყვარულის კამარა აზის - ცის პრიმადონა უგალობს სულს მთოვს ... აფრქვევს მეწამულ მზის ბრწყინვალებას და სულკრისტალურ ფანტელებს ბარდნის , მარადისობის მნათ სულნელებას ჰფენს არე-მარეს ლიბანის ვარდი ... ჰაერში დათრთის სინაზის სული - სულში სათუთი ჰანგები ჰქრიან , ამურესები ცით სიყვარულის - ცისარტყელების ამფორებს ღვრიან ... თოვს ტრფიალების ხალას ღიმილებს ანგელოსების ცისფერი ვალსი , ქუხს ბავშვი სულით კისკას სიცილებს - ო ეს გრძნობაა არსობის არსი ... --- მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური , მნუსხავს სინაზის თეთრი ტაძარი , ანგელთ გალობის ხმები ღვთიური , ო , ეს სიმშვიდე არის ზღაპარი ... ო , ეს სინაზე , ამბორი ფრთათა , რა სათუთია განცდა ციურის , სულს ათოვს ფიფქი მთიურ წმიდათა , მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ... ქათქათებს თქვენი თოვლის თითები - მათრთოლებს თოვის ბაიათები , მათოვს სათუთი ცათა მითებით - თქვენი თვალების ათინათები ... ჰბრწყინავ მიუწვდომ მზის მწვერვალებით და სიყვარულის იავნანურით , მანთებს ზმანება მთრთოლ ლაჟვარდებით , მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ... მთოვს სისპეტაკეს თეთრ სიყვარულის სულმოციმციმე ფიფქთა არული , კამკამებ სულში მზე სიხარულის - მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ... --- დალალ ნაკოცნი - ქალწული ნინოს - ცაზე ანთია - ვაზისა ჯვარი , მასმევს თასიდან უძველეს ღვინოს - კაბადოკიელთ მზიური გვარი ... ქედს ვუხრი ცათა უნაზეს ასულს - მეფეთა მეფას მნუსხავს ჯავარი , ვეამბორები ციმციმ ჰმბრსწყინვალ სულს - შვიდმნათობიერ მზიურ თამარის ... --- დი გრაცია და თეთრ მწვერვალებით - მიაშრიალებ თოვლისფერ კაბას , შენ ფრთაოქროსფერ ნატერფალებზე - ყვავის ედემის ია და ბალბა ... სისპეტაკეა სიყვარულისა ჭეშმარიტება და სილამაზე , მზეცაო ნინა წმინდა სულითა ეს უკვდავი ცა შენ აანაზე ... უცეცხლოვანეს თრთოლვად სულს ანთებ უსპეტაკესი ფრთათა ალერსით , ო არ არსებობს სხვა სისათუთე - მსგავსი სინაზის სხივით ნალესი ... სიყვარულის მზით მყვავი ვაზია - შენი ვენახი ისხამს ლურჯ მტევნებს , შენ თითთ შეხება ისე ნაზია - რომ ცაზე ანთებს სამოთხის მზეებს ... --- ო ეს ზმანება ცის ზღაპარია , ვუცქერ და გული მომღერალია , ვგალობ ცის ერთად ფრთანაზ არიას , ვთრთი ვით ამური და მიხარია ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი