ზამთრის სარკე
ცის მციაგი მწვერვალებით - ვხატავ სარკეს თეთრი ზამთრის , ვერცხლით მციმციმ კრისტალების - ფანტელები ციდან ბარდნის ... ფიფქვა-თოვით - ფანტელთ ქროლვით - ათრობს თოვლი არემარეს , ყოვლის თრთვილით გადაბროლვით - თოვლი თვალებს აელვარებს ... ცა ანთია ლურჯი მთვარით და თოვს მცახცახ აისებით , გალობს გლუვი სიელვარით კრთომა ყინვის საწმისების ... თოვლს მნათს ჭირხლის ხავერდებით მთვარის შუქი აიისფრებს , მჭვირვალ თეთრი შადრევნებით - ყინვა ხეებს ათილისმებს ... მოკამკამე კრისტალების - მბრწყინ თვალებით ნაალმასებ : ყინვით ნალეს ვერსალებით - ელავს არე ვით სასახლე ... ვალსისფერი თოვა-ქროლვით - ცით თოვს თოვლი ვერცხლისფერი , ფიფქვით ვმღერი სული თოვლის - სათუთ თრთოლვით შენთვის მერი ... ქათქათა და თოვლისფერი - მათოვს შენი სახე მქრთალი , მათოვს ფიფქი სევდისფერი და ოცნებით მე ვარ მთვრალი ... ქროლვა - თოვა - ჟრუანტელი , წმინდა გრძნობა პირველ ყოვლის , სულთა ვალსი და ფანტელი - ათოვს თვალებს თრთოლვა თოვლის ... - მე და შენ ვართ და ფიფქთ თოვა - მხოლოდ თოვა თუ მახარებს , ვუსმენ ფიფქთ ზარს და ცრემლთ გლოვას - კვლავ მარტო ვარ და ვხარხარებ ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი