სონეტი 35


ჭეშმარიტება და სიცოცხლის ცისფერი გზაა -
ლურჯი ცეცხლია და მფიფქვარი სულის არია ,
ო ღვთაებრივი სიყვარული ორთავეს ძმაა -
სიხარული და მწუხარება დები არიან ...

ო მი სამყარო წმინდა გრძნობით ისევ მთვრალია,
სული ცეცხლია და ფიფქებით მეომარია ,
რა მი ბრალია უკვდავებავ - რა მი ბრალია,
ფიფქს ცეცხლი უყვარს, ცეცხლი ფიფქის მეგობარია ...

ო მგლოვიარე ჩემი სულის მწუხარ ოცნების -
მი მერის ზეცა უნაზესი ფიფქთ სიზმარია ,
მაინც სავსეა ცეცხლოვანი მზიურ კოცნებით
გული შენ მიერ ნაოცები მზეო მარიამ ...

-

ლურჯი ცეცხლია - ჩემი სული ფიფქთა ზარია ,
მიყვარს მი დები - ხან ვმწუხარებ - ხან მიხარია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი