სონეტი 37


მარადისობის ჩუმად მთოვი თეთრი ფიფქებით -
მე მინდა შენს სულს სიყვარულის სიმღერა ვუთხრა ,
ამ წმინდა გრძნობით ანთებული წმინდა ფიქრებით -
მე უკვდავებით მიყვარს შენი არსებით სუნთქვა ...

სამოთხისაკენ ნაზ ოცნების მიმაფრენს ფრთები ,
უშენოდ ჩემო მი სიცოცხლეს არა აქვს აზრი ,
მაბავენ ქარში აწეწილი მე შენი თმები ,
შენი თვალების სხივთა მათოვს სიცილი ნაზი ...

მზერა რომელმაც დაატყვევა ჩემი არსება ,
ჩვენი თითების იისფერი სულთ ამბორება ,
შენდამი გულის მიჯნურული ამთრთოლვარება -
უხცო სინაზით მე ყოველთვის მემახსოვრება ...

-

თოვლის ქალწულის სპეტაკ სულით აელვარებავ -
შენი ღვთაების მე მწყურია გაუკვდავება ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი