სონეტი 38


ქართლის მწვერვალზე მქუხარ მუხას იდუმალებით -
დგეხარ უდრეკად და სიცოცხლით მაინც არ ცხრები ,
ცამდე აზიდულ ათოვ ჩურჩულს მაღალ ალვების ,
თოვლით თოვლილი ცახცახებენ ქარით ცაცხვები ...

ვერცხლის ჭაღარა რაზე გალობს ბებერ თბილისის -
რას ფიქრობს სული ნარიყალას ციხე-ტაძარის ,
თეთრ კაეშანით გადაფიფქულს ყინვის თილისმით -
კვლავ გესმის თბილი გულის ძგერა დედაქალაქის ...

-

ყურს ვინ მიუგდებს რატომ ტირის ტბასთან ტირიფი ,
ო ვინ გაუგებს გულს ეკლიან აკაციების ,
ვის ესმის შენ ცის რას ფსალმუნობს თოვლი ირიბი -
ან რაზე მღერის ლურჯ მთაწმინდის თეთრი მთიები ...

-

რუსთაველს თავზე მოგდგომია მთვარე შუქმფენი -
შენს ლედის ჩუქნი თოვლის თეთრ ვარდს სულით ჯელტმენი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი