საშობაო ზღაპარი


ქართველ თოვლის ბაბუას თეთრ ნაბად გადაცმული -
საშობაო სიმღერით - ეჰეჰეის ძახილით  ,
თეთრ ჩოხაში მოსილი - სულით ქარიზმატული -
ცაზე დაჰქრის ამური - ირმებშებმულ მარხილით ...

საშობაო ზღაპარის სხივთმთოვი არაკები -
იდუმალის თვალებში სიყვარულით დათრთიან ,
წკრიალებს თეთრ მარხილის ოქროს ზანზალაკები -
მ'შვიდი თეთრი ირმები ჩქარი ქროლვით დაჰქრიან ...

განვლილ გზებზე ტოვებენ კრიტალისფერად მბზინვარ :
ნაზ გრძნობათა უკან სდევთ იისფერ ფიფქთ არმია ...
ცად ნახევარ მთვარე და შობის ვარსკვლავი ბრწყინავს -
ირგვლივ ჩუმად რომ სუფევს საშობაო შარმია ...

თოვლისფრად მოხასხასე ულამაზეს თეთრ ვარდებს -
თოვლის თეთრი გენია ისვრის უხვი ხელიდან ,
სასწაულის წამი რეკს სულგარინდულ ლაჟვარდებს
და თოვლის ფანტელები თრთოლვით ფიფქავს ზეციდან ...

სარკმლებიდან სანთლების მთრთოლი შუქის ალი თოვს -
შუშები ნაკრისტალებ ყინვით ალილულია ,
ფრთამბრწყინი სერაფიმი უგალობს ლურჯ ალილოს -
ქრისტეშობის ექო ქუხს  ფრთალურჯ ალილუიას ...

ლიბანის მთის კედარი ზედ ვარსკვლავ მობრჭყვიალე -
ბავშვების გასახარად ანათებს ვით ნატვრის ხე ...
ღამეა ჯადოსნური და ნათლით მოციალე ,
გულებში იბადება :   მარადისობისა - ძე ...

---

უკვდავ სიყვარულის მზე ანათებს გულთ ბაგიდან ,
ქალწული იავნანას უგალობს ბავშვ 'აკირას' ,
მნათე ოქროს თევზებს ყრის ოქროსფერი ბადიდან ,
უკვდავების ზარებს რეკს თოვლის ამირთ-ამირა ...

ციდან ისმის ანგელოსთ სიმღერა და გალობა :
მაღალ მეფეს დიდება და ქვეყანას მშვიდობა ,
ყოველ სპეტაკ მადონას ღვთისმშობელის წყალობა ,
არწივ იადონების ქუხდეს მარადისობა !

-

( მეფეთმეფე "მუფასა" აკურთხებს ძეს ზეციდან , 
იდუმალი ჰანგებით ლოცავს ბრძენი "რაფიკა" ,
ქვეყნის ყველა ცხოელი უცქერს მაღალ მთაწმინდას ,
ყრმა ლომ "სიმბას" ქედს უხრის ცეცხლოვანი აფრიკა ...

"ნალა" ფიფქებთან ცეკვავს დიდ კატების თეთრ "სამბას" ...
გამძვინვარებულ "შარხანს" სცინის 'დერსკი' "ბაგირა" ...
აკუნა და მატატას - მღერს "ტიმონი" და "პუმბა"  ...
"ბალუ" მაგრა ხალისობს... თოვს ბავშვობა ზღაპრიდან... )

-

თქვენდა ლოცვად აენთოს თქვენი ბედის ვარსკვლავი -
ვისაც სიყვარული გწამთ და სულით ხართ ლამაზი ,
თქვენი რწმენით ეხაროს ყოველთვის და მარადის -
იმ ნაზ მფარველ ანგელოზს მარჯვენ მხარზე რომ გაზით ...

რაიც ხელგეწიფებით მოგცემოდეთ მის ალღო -
ქმნად და შემოქმედებად და მუდმივ დღეგრძელობად ,
"რისი შეცვლაც არ ძალგიძთ" - მოთმინებით გამაღლოთ -
დაგანათლოთ უკვდავმა მარადი სულგრძელობა ...

კეთილშობილებით და გულის წმინდა გრძნობებით -
ღვთის ხატებად ნთებულნი მსგავსებოდეთ მზეთა მთოვს ,
სუყველა აგხდენოდეთ ფრთანაზი ოცნებები -
სიყვარულის წმინდა სულს რასაც ძის სახელით სთხოვთ ...

---

თოვლისფერი თმა-წვერის - მნათე მწვანე თვალების -
აჰა კარს ვაღებ ჩემო - მეკვლე ' სეკრეტ ' ხანუმა ,
ბომბორა და ფაფუკი - თეთრ და ქათქათ თათებით -
გიხუტებს მკერდში შენი - თეთრი დათვი - დათვუნა ...

შაქარყინულთ კრისტალნით გადანამულ შენს ტუჩებს -
მა გოლეულ ბაგეებს სულით ვათოვ ამბორებს ,
ცას შეხედე ბრწყინვალეს - ზედ ვხატავ წყნარ ჩვენს ქუჩებს -
წამო ჩუმად სიყვარულს ვეცეკვოთ მი ამორე ...

---

თოვლის ბაბუს ქარიზმით სივრცეს შობას ახარებს -
ეჰეჰეის მგრგვინვარებს და მქუხარებს : ხა ხა ხას ,
ირმებშებმულ მარხილით ჰქრის ცაზე და ხარხარებს -
ხელიდან თოვს ამური ვარდებს თეთრს და ხასხასას ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი