სონეტი 39
მი სიყვარული უსამანო ოკეანეა , მი შეშლილობა უსაზღვროა სიხარულივით , შენი თვალები ჩემი სულის იორდანეა , შენი თვალები გულს მეღვრება ნაკადულივით ... ო შენი სული ჩემი სულის ჰიმალაია , ო ჩემი გული ალპინისტი მეომარია , ტორნადოსფერად მგრგვინვარეა და ალალია - მი სიყვარული გრიგალივით ბობოქარია ... მი აცეცხლება ყოველივეს გადამლეკავი აპოკალიპსი და მზიური ფანტასტიკაა , მიუწვდომელი სიყვარულის თეთრი ვარსკვლავი - ო შენი გული ჩემი გულის ანტარქტიკაა ... აისბერგი ხარ - გაზაფხულზე ვიცი გადნები , ყინულოვანი ამ ტუჩებზე შემომადნები ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი