ტყის მეფე
იდუმალი ვარ ჩემო ლეიდი - დურაკთ გონიათ ამომიცნობენ , ვერ გაუგიათ რომ ვარ ძან დიდი - ჩემს აცეცხლებას სულ არ შიშობენ ... გულით ტყიური - სულით ჯელტმენი - ო ველურია შენი ტარზანი , ჯეინ ო ჩემში ნუღარ შეცდები - თუ გსურს მოგართვა ტყავი შარხანის ... ყოველ ტკივილს ხმობს - ესეც გაივლის - სუნთქავს ხშირხშირად წამს სასწაულის , მეპატრონეა წითელ ყვავილის - თეთრ მგელთ აღზრდილი შენი მაუგლი ... უბრალო კაცი და წამებული - წითელ ვარდს ვუვლი შენი ურჩხული , ო უაღრესად აღზევებული - ვისთვის მეფე ვარ - ვისთვის ავსული ... ვისთვის ამური და რაინდი ვარ და ციდან ვისვრი თოვლისფერ ვარდებს , ო შენთვის ბელა - მე მიჯნური ვარ - სასახლის გინთებ ოქროსფერ შანდლებს... - სისხლმწყური დაფრთხებ სვავ-ყვავ-ყორნები - შორეულ იმ წამს - დამბაჩის ხმაზე ... ო ცრემლს მოთოვენ შენი თოლები და სულს შთაბერენ თეთრ არწივს ფრთაზე ... თუმცა მანამდე მე მივწვდები მზეს და ცად ავანთებ სიყვარულის სულს , ღრუბელს მოვწყვიტავ იისფერ ელვებს და საოცრებით ვიპყრობ წმინდანთ გულს ... ო მბრძანებელსა მეცხრე სტიქიის - მარად ბავშვს ლუი ვერრას დამტყუებს , კაას მოვპარავ სიბრძნეს ფსიქიკის და დავუბრუნებ მისტიურ ჯუნგლებს ... ღმერთკაც ლომივით შევდგები მაღალ წმინდა მთის წვერზე და ქუხვით მციაგ : მთელ ტყეს მოვაფენ შემაზარ ჰანგად - ა აა ააა - ს : ტყის მეფის ღრიალს ... გულკმაყოფილი ჩემი ნადავლით - ო გავაოცებ მთელ კავკასიას , მერე ვიმღერებ ღადავ-ღადავით - ფრთამუზიკალურ - ანდადასია - ს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი