გრძნობა იდუმალი
მზიანი ღამის ფიფქთ მთოვარე მთვარის მაგია , ცრემლში მცურავი რომანტიკა და ნოსტალგია , წითელი ღვინო - ცეცხლით სუნთქვა - გრძნობის არია , ბახუსის ფრთების მზიური წვით ქუხ გივარგია ... აბობოქრებულ და ცეცხლოვან თავისუფლების - შორეულ ცაზე კვლავ დაჰქრიხარ თეთრი რაშებით , ისევ გრგვინავ და ღვთაებრივი იდუმალებით - კვლავ საკუთარ თავს და ღმერთს გევხარ სულის წამებით ... ოდეს ხარხარებ უთქმელ სევდით როგორ იწვიხარ - ან რას ღაღადებ თეთრ ფიფქების აღადავებით , ო ვინ რა იცის მარტოსული რისთვის იღწვიხარ - თეთრი სიცილის უმწუხარეს ახახავებით ... ზღვის გული სრული სიმშვიდისას რაზე ფიქრობდა - ლურჯი ღრუბელი ცაზე ელვით რაებს ამბობდა , სული გრიგალი გამუდმებით რად ბობოქრობდა - მთაზე ლურჯ ცეცხლთან რა იციან რას თამაშობდი ... ცეცხლოვან ფრთების უზენაეს ფიქრთ მწვერვალებით - შენ სულით ბრწყინავ და წყვდიადის კარიბჭეს ლეწავ , ნეტავ იცოდეს კაცთა მოდგმამ შენი თვალებით - რა სიმაღლეთა სისაოცრეს გულებში თესავ ... მხატვარი ბავშვის წვით მხედვარი გაქვს ფანტაზია - მიიწევ წინ და ჩუმი ქუხვით სივრცეს მაცხოვრობ , კამარას არტყავ მთის არწივი თეთრ კავკაზიას - მიწაზე დიხარ თუმც მეცხრე ცის მწვერვალზე ცხოვრობ ... ო ვინ დაიტევს შენს დიდებას მაღლით ქადებავ - სასუფეველის ლივლივში ვინ გადასახლდება , ოქროს ქალაქის ბრწყინვალ გრძნობის გამოცხადებავ - ო ვინ ატარებს სიყვარულო შენ მნათ სახებას ... - ფრთაოქროსფერი ანგელოსი მეფა ცარიცას - თმების ჩანჩქერი - მწველი მზერა და ზე სახება : გათოვს თვალებზე უკვდავების იმპერატრიცას - წმინდა ნატურა და მზიური ნათლის ხატება ... მთელი არსების სულმომცველი ცეცხლის აისი - ისაა შენი სიყვარული და აღტაცება , გლიცინიების ლურჯ თოვაში შენ გინდა მისი - ხელთ ატაცება და კარუსელთ ცად გატაცება ... ციურ გრძნობათა პოეზია - შორი მუსიკა - და მიუწვდომელ სულის ფრთების წმინდა ამბორი , ო როგორ იწვი სასუფევლის როს თოვს კლასიკა და სიყვარულის ჰანგი არის ყოვლის ავტორი ... უზენაესი სიწმიდეთის სულით ნალესი - თოვლი მოვიდა და უეცარ სევდით დაები , როგორ გწყურია ესთეტ გულის წმინდა ალერსი - კვლავ გაწამებენ სიყვარულის თეთრი ფრთაები ... ო ვინ ატარებს ამდენ მწუხარ უთქმელ სიხარულს - ო ასე ვინ სდევს მიჯნურთ წესს და იისფერ მიზანს , ან ერთგულებას - ან ოცნებას - ან მწველ სიყვარულს : ამდენი ხანი ფრთათა ჯვარცმას ასე ვინ იტანს ... რაა ნეტავ მსგავს მწველ სასჯელზე ზე სისასტიკე , არა აქვს ბოლო წმინდა გრძნობით ამ ნაზ წამებას , რისთვის მანახე ღმერთო ჩემო ეს სისპეტაკე - ამ ჯოჯოხეთში როგორ ვზიდო მსგავსი სავსება ... უსიხარულო სიყვარულის მკლავს მე მზერანი - შეყვარებული ამ გრძნობაზე გულით ვინა ხართ , ვისაც გაწამებთ კიდევ ქვეყნად ეს კაეშანი - მთელი არსების მკივარ სულით მე თქვენ მიყვარხართ ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი