სონეტი 41
ფიფქავდა მთვარე იისფერი თოვლით თოვლილი - როს ცამ მოგიძღვნა სიყვარულის წმინდა ყვავილი , ო შეგიყვარდა სულწაწალი გულის დობილი და გამიჯნურდი უკვდავებით მოყმე ყმაწვილი ... ცად ცისკრის ვარსკვლავს უცისფრესი ცეცხლი ეკიდა - ოდეს დაგწყევლა სიყვარულმა წითელ ვარდებით , პოეტის სულით ვისაც წელზე მოხვევ ხელს მშვიდად - ვაი მას ვისაც - ერთხელ სულით შეუყვარდები ... ვის გზას უჩვენებ თეთრ სასახლის ლურჯ ვერსალისკენ და იისფერი ფიფქთა ვალსით დათოვ მზერიდან , ვის თეთრ რაშებით გაიტაცებ ლურჯ მწვერვალისკენ - ვაი მას ვისაც მოუწყვიტავ ვარსკვლავს ზეციდან ... - ვის სიყვარულის წმინდა ყვავილს უძღვნი გულიდან - ვაი მას ვისაც მზერას ესვრი ცისფერ სულიდან ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი