სონეტი 42


ანთებ სივრცეებს ედემალურ ცისფერ სანახით
და სიყვარულის ძლევამოსილ ჰანგებს მღერიხარ ,
წევხარ თუ ზიხარ აღმოსავლურ ძველი ინახით -
მაინც მღრიალა ლომი ხარ და ლომის ლეკვი ხარ ...

სხვაგვარად ქუხდა მებრძოლ გულით ნიადაგ ჩემო -
შენ ქართულ სისხლის მგრგვინვარება და გვარ-ჯილაგი ,
მზიურ ყაიდის ცეცხლოვანი გაფიფქავს ზემო -
ფრთაიისფერი საქართველოს სულის ჯიგარი ...

შენ სხვა სიმაღლის თავს გახურავს ქუდი ნამუსის
და იწვი სულ სხვა ერთგულებით ცისფერ ტაძარის ,
ო საიდუმლო სერობაა და ცა ბახუსის :
შენი ხარხარი სიყვარულის არის სამხარი ...

შენი თვალები სასუფევლის ცეცხლით იღწვიან ,
შენები სულ სხვა ნირვანების სულით იწვიან ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი