სონეტი 43
ვით გალაქტიკის მზეა სივრცის მნათე ვარსკვლავი და ცენტრში მყოფი მართავს ირგვლივ თვის ცის სამთოველს : ეგრეთ ცათა ცის შენ ღმერთი ხარ და მთა უძრავი და ვით მზეთამზე ცხრავე ცაზე მართავ სუყოველს ... ო ცეცხლოვანი სიყვარულით ყოველთვის მწვავდი : სამი ერთში ხარ - გული მარად მეფურად გიძგერს , გულებში გაშლილ ედომის სულს მარად შენ რწყავდი - მთელი სამყარო ტრფიალებით ეს შენ ერთს გიმღერს ... მადლიერი ვარ ცეცხლოვანი ფაფარისათვის - ლომური რწმენით უტეხი რომ სულით ერთი ვარ : ყოველივესთვის - ყოვლისთვის და ყველაფრისათვის - მაღალო ღმერთო ამ ჯვარისთვის მადლიერი ვარ ... - სიმართლის მქუხ და სიყვარულის მეომართ მლოცვარ - მანთე უკვდავო ფრთანაფერებ ცეცხლოვან ლოცვად ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი