დუბი დუბი დუ


ო სულო ჩემო დაუკარ ჩანგი -
დღეს მსურს გართობა და მსურს ხალისი ,
ცეცხლოვან გრძნობის მსურს შევსვა ბანგი -
მსურს რომ ვიმღერო გულის აისი ...

წითელი ღვინით ბოლომდე სავსე -
დღეს სიხარულის მსურს შევსვა თასი ,
სიყვარული ხომ სიცოცხლეს ავსებს -
ო ქვეყნად რაა ამ გრძნობის ფასი ...

ბებერ ჰეჰეჰეს და ძველ ჰა ჰა ჰას -
როკავს აკუნა - რიტმავს მატატა ,
ვიდრე მომიხმობს ჩემი ვალჰალა -
მოდი ვიცეკვოთ ჩემო პატარავ ...

ნაზი მუზიკა მი სოლოს ერთვის
და მე ვმღერივარ : "აი ლავ იუ" ...
ვცეკვავ ბალუ და ვღიღინებ ჩემთვის :
*დუბი დუბი დუ* - უ - უ - უ - უ - უ ...

ა - ა - ა - ა - ა -   ი ვ ე რ ი ი ს   ც ა ს :
ო   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ვ  - ო - ო - ო - ო - ო ,
ი - ი - ი - ი - ი -   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს    მ ზ ე ს :
მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ - ე - ე - ე - ე - ე ...

ო ჩვენ გვაქვს სული რომელიც მღერის -
უნდა გაიგო მისი მუსიკა ,
ო მეგობარო რა ჰანგი მესმის -
ო როგორ როკავს გულში კლასიკა ...

მ ზ ი ს   ს უ ლ ი თ  სუნთქავს  ო  კ ა ვ კ ა ს ი ა :
ც ა ზ ე   რ ო მ   ნ ა თ ო ბ ს   ს ი ხ ა რ უ ლ ი ა ,
ა ი ს დ ა ი ს თ ა  -  * ა ნ დ ა დ ა ს ი ა * :
ს ი ც ო ც ხ ლ ი ს   ა ზ რ ი   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ...

მზის ჰარმონიულ სხივთა ნათებას -
მთვარის და ვარსკვლავთ ცისფერ არიას ,
შეხედე ამ ცას გინ ამ ბუნებას -
რა საოცნებო ჰანგი არტყია ...

სიყვარულზე ტკბილს მითხარ რას ეძებ -
ჯობს რომ ირწმუნო მისი მაგია ,
ჭკვიანი ყველა ამ გრძნობას ეძებს
და უცისფრესი წვავს ნოსტალგია ...

ყოველივეა იდეალურად -
როს სიყვარულის თვალებით სუნთქავ ,
ქართველნი ვცხოვრობთ ნატურალურად -
ისწავლე ჩემო ამ წამით სუნთქვა ...

-

ო ლურჯ სამყაროს არ აქვს პრობლემა ,
ო მისი სული მშვენიერია ,
როდესაც გიყვარს არსი ცოცხლდება -
გული უსაზღვროდ ბედნიერია ...

ზღაპრულ სირინოზთ მესმის გალობა -
მესმის მუსიკა ვით უკრავს ჩუმად ,
ვუმღერი ჰანგებს იისფერ გრძნობას -
გულით ვხარხარებ თეთრი ხანუმა ...

ო მე ვარ მეფე ცისფერ ჯუნგლების -
სულით - ცეკვით და სიმღერით ვკაიფობ ,
მე მაქვს რეცეპტი თავდავიწყების -
მე მსურს ჩემ ერთად რომ იკაიფო ...

ხან დარდი გწვავდეს ფრთაიდუმალი -
ხან სულუსაზღვრო სიხარულს გრძნობდე ,
უბრალოდ იყო თავისუფალი -
გიყვარდეს ნიშნავს ღმერთში ცხოვრობდე...

ო უკვდავების არის პოემა -
სიყვარული ხომ ყოვლის მორფია ,
გრძნობის ღვინო და სულის ბოჰემა -
ესაა ბალუს ფილოსოფია ...

მზიური გენის ჩვენ გვიყვარს ყველა - 
ჩვენ ქართულ გულში ამიტომ ცხელა ,
იფრინე სულით როგორც პეპელამ -
თუ ხედავ ყვავილთ გაშლილებს ველად ...

სიყვარულისთვის ჩვენ სიცოცხლეს ვდებთ -
ოდეს ვითარ ძეს თვითონ ზენა გვცხებს ,
ხან როს ვმარცხდებით მაშინ ვიმარჯვებთ -
ო ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს ...

ცხრა მთას და ცხრა ზღვას თუ გადმოივლი
ო მოადგები ცისფერ სანახებს ,
აქ ლურჯ პალმების ისმის შრიალი
და ცხრათვალა მზე სივრცეს ანათებს ...

ო აქაურ წესს ძე შეგასწავლის -
მამა გაჩუქებს მაგიურ რაშებს ,
უნაზეს გრძნობის მზით გადამთვრალი -
ხშირად იცეკვებ და ითამაშებ ...

აყევი რიტმს და სულით შეხედე
რა მშვენიერი არის სიცოცხლე ,
უბრალოდ ჩემო გულით გაბედე
და სიყვარულის რწმენით იცოცხლე ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი