სონეტი 44 45 46


თვალები სავსე ცისფერ სევდით და სათნოებით -
უნაღვლიანეს ჰანგებს მთოვდნენ დადაგულ გულზე ,
მეფავ ეგ მზერა უნაზესი იდუმალებით -
მე კვლავ მიყვება შორეულზე და დაკარგულზე ...

შენი შეხედვა ცეცხლის მანთებს მზიურ ხედვა წვით
და უეცარეს გულში ბადებს ზღვურ მღელვარებას ,
შენი ალერსი ო სულს მივსებს თოვისფერ იმ ცით -
რომელსაც ჰქვია წმინდა გრძნობა და მთრთოლვარება ...

ო შენი დარდი მა-ცა-მღერებს სიმღერით გედის -
ფრთაჯვარცმულ მიჯნურს სულ მიბრუნებს სულის მხნეობას :
და კვლავ მახსენებს დავიწყებულ სულმსუფევ ზეცის -
სამოთხისეულ აბსოლუტურ მდგომარეობას ...

-

მუდამ მანთებენ სიყვარულით და მოკრძალებით -
გულის ღვთაებავ ყველგან მდევენ შენი თვალები ...

-------
---
-

სევდიან თვალებს - იდუმალებს ვით გალაქსიებს - 
ო სიყვარულით სუნთქვა ჰქვიათ მი ნაზ მბრძანებლებს ,
ისინი სულზე მთოვენ ნათლის ნაზ გრადაციებს -
ო ველოდები დედოფალო მე შენს ბრძანებებს ...

მე მარად გელი სულსევდიან თოვლის თეთრ ქალწულს -
მი მთრთოლვარ სულის შენ მფარველი ხარ ანგელოსი ,
მი გულის მეფა თეთრ ქალღმერთს და უნაზეს ასულს -
მუდამ გერქმევა წმინდა სული საქართველოსი ...

თეთრ ფანტელების ყვავილების ცისფერ თოვაში -
ჩახუტება და თოვლის სულთან სპეტაკი კოცნა ,
ქართული ვალსი მფიფქვარ ფრთათა ო ჩემს ხსოვნაში -
მარად ითოვლებს სულის ბაგეთ იისფერ ლოცვად ...

-

მუდამ გეძახის დედოფალო თოვლის და ნატვრის -
კავკასიონის შენ ერთს გელის სამეფო ტახტი ...

-------
---
-

ლურჯ ღრუბლებიდან გადამფიფქა სატრფოს ტრფიალმან
და უკვდავებას მაზიარა წმინდა ლაჟვარდმან ,
სულის მუზამან დედოფალმან გულიდუმალმან -
ბულბულს გალობა შემაყვარა მან თეთრმან ვარდმან ...

გაუკვდავებულ სიყვარულის სინაზით მთვრალმან -
რაღა ვინატრო გულით მეტი უბრალო კაცმა ,
ხატ-სახსოვარი დამიტოვა თოვლისფერ ქალმან -
რომლის თვალები სინაზეა და სული ჯვარცმა ...

ქალებთა შორის ო ყველაზე "უბედურ" ქალის -
სევდაზე ნაზი და მის გულზე უფრო ღვთიური :
მიჯნურის ფრთებით კოშკში მწყვდეულ ნაზ ამორძალის -
ო ქვეყნად რაა ცრემლის სულზე რომანტიული ...

-

აწყდება ფიფქი სიყვარულის თვალებს ღვთაებრივს -
მარადისობის ამბორს ელის ბაგე ღვთაების ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი