მუზა


უსმენ დუმილს მაღალ მთების ,
ფიფქი წყდება მუქლურჯ ღრუბლებს ,
გაწვიმს მუზის ოქროს თმები ,
ხატავ ხასხასს და ალუბლებს ...
ამბორს ჩუქნი თეთრ თითებით
და უკოცნი მნათე ტუჩებს ,
ის გშორდება იმავ ფრთებით -
რომელიც მას შენ აჩუქე ...
ვით გრძნობათა მზე ანგელი 
სულში ცეკვავს ჰანგთა ბალეტს ,
გტოვებს მერე შუქთმთოველი
და ნაზთ სულებს ჩუქნის ალერსს ...

გულით მაინც თან ატარებ
სიყვარულის სულნათელ ხატს ,
მხოლოდ ღმერთი თუ გახარებს
და ხარხარებ :  ხა ხა ხა ხა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი