მის სოფიას


ცაზე ფიფქებს ვფიფქავ მთიები მთოვარე
და მზიანი ღამის გიმღერ ლურჯ არიას ,
ო ჩემთვის სიცოცხლე მარადის მქროლვარე -
ფრთანაზ სიყვარულის ლურჯი ზღაპარია ...

ო გტრფობ უკვდავებით ფიფქთ მეფე თვითერთი -
მი ლურჯი მუზა ხარ - უნაზესო სოფი ,
მანცვიფრებ ნაზ სულით იისფერ ქალღმერთის -
შენ მოზმანება ხარ ზამბახთ ლურჯ დედოფლის ...

ზეციურ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის -
მუქლურჯი ოცნების დავრეკო ზარები ,
ო მსურს სიყვარულის იისფერ ხანძარის -
სულზე მოგისიო ფიფქების ქარები ...

მინდა გიგალობო გრძნობის სინაზეზე -
გულთ შორის რომ იშვას ღვთიური სინთეზი ,
ნაზად მოციმციმე მა ტურფა სახეზე -
მსურს ვიყო იისფერ ღიმილის მიზეზი ...

ფიქრში კრისტალდები და ესმერალდები -
შავგრემანი ბოშა ლედი ესმერალდა ,
მსურს შენთვის მოვთოვო ცით თეთრი ვარდები -
ო მინდა გიმღერო ლურჯი სერენადა ...

აგანთო ფერებით ციმციმა ოცნების
და სულის ღვინოში მგალობ ალუბლებით ,
ციურ სიყვარულის ნაზ ფერომონების -
მსურს გულს შემოგადგე ლურჯ ტრფობის ღრუბლებით ...

ცისარტყელას ფერთა დაგთოვო სიზმრებით -
მსურს სულის აისით ამზევდე ღვთაებად ,
მეფა არწივესას მი სულის ფიქრების -
საფრენად გაჩუქო მსურს ლურჯი ფრთაები ...

ო მსურს მტევანს ვთოვო ამბორი მზიური
და ღაწვზე წაგკიდო სიმორცხვის ალმური ,
მუხლსაც მოგიდრეკდით რაინდი მიჯნური -
თქვენ გულის რომ ვიყო სატრფო და ამური ...

კოშკიდან გიშლია ხუჭუჭა დალალი -
ზამბახთა პრინცესა ფრთალურჯ მზეთუნახავს ,
ო მანთებს ეგ ხედი ნაზად იდუმალი -
სიყვარულის მეტრფე სულმზეჭაბუკ მხატვარს ...

გრძნობად - რომელიც მი გულის შვილია -
ლურჯი სიყვარულის სინაზით გაშლილი :
იისფერ ალით მყვავ სამეფო ლილიას -
მსურს თმაში ჩაგაწნა მუქლურჯი ყვავილი ...

ეტრფიან შენს მციაგ თვალთა გალაქტიკებს -
მი მწვანე თვალების სულის ვარსკვლავები ,
გულის სიფაქიზე მეფას გაგრაციებს -
მწყურიხარ ვითარცა წყარო უკვდავების ...

მწვავს წმინდა გრძნობით და სულნატიფ ნათელით -
ფრთალურჯი ღვთაება თქვენ ნაზ გულში მყოფი ,
ღვთიურ სიყვარულის კეთილი ანგელი -
გფარავდეთ მარადის - მადმუაზელ სოფი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი