წმინდა ნინო


მარადისობის აისი მიღმიურ მუქლურჯ ფარდიდან -
ბრწყინვალებს ათინათების უსაოცარეს ნათელით ,
ო მელანდება ლურჯი ცის თვალების მდუმ ლაჟვარდიდან -
ლურჯ ღამის მუქლურჯ ზმანებას ვით ანთებს თეთრი ანგელი ...

მას ეტრფის უკვდავებითა მარადი მეფე მხედარი -
უჭკნობ ყვავილად ქართვლის ცის ის მაღალ ღმერთმა აქცია ,
მლოცველს ფლულ კვართზე ამოსულ ნათლისა სვეტი კედარის -
რა შეედრება სინაზეს მარადიული გრაციას ...

შროშანისფერ ნაზ თითებით გალობს ჰანგებს წული ქალი -
ოქროცურვილ მნათ სიმებზე სულიწმიდის ოქროს ქნარის ,
ზეციური საქართველოს იდუმალი დედოფალი -
მუქლურჯ იებს თოვს ზეციდან მეპატრონე ვაზის ჯვარის ...

ღვთაებრივი სილამაზით ელვარე და ნაზ ფრთაება -
სისპეტაკით სულს ატყვევებს უკვდავების იგ ღვთაება ,

ანგელოზის სულით ცაზე - მნათე მნათობ სხივთ არულის -
სულმეწამულ ვარდად ბრწყინავს ნიშნად მარად სიყვარულის ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი