ლურჯი ღრუბლების ქალღმერთს


როცა შემიყვარდი და სუ სუ პირველად -
ოდეს გიოცნებე ფრთალურჯი პეპელა :
ღმერთმა მეორე დღეს ფერთ მანათობელა -
ცაზე მიახატა ნაზი ცისარტყელა ...

დედას გეფიცები ვიდექ ვარდიანი
და შენს სიყვარულზე გალობდნენ ტუჩები :
ო შენს სულთან მქონდა ლურჯი პაემანი -
როს ცამ მომაკითხა მუქლურჯი ღრუბლებით ...

რა მი ბრალია და ძლიერ საოცია -
ფერები ანგელოსთ სულიერ შეხების ,
იდუმლად თვალები თვალებს გიკოცნიან ,
მზისსხივა თითებზე ტუჩებით გეხები ...

იისფერ აისით ლურჯი მზე მი სულის -
ზღვაზე ამოდიხარ და ცაზე ენთები ,
რა ვქნა ო შენდამი მთრთოლი სიყვარულით -
მეღადავებიან ლურჯი ქალღმერთები ...

ვის უყვარს მეტადრე ხუჭუჭა ეგ თმები ,
მი აღმაფრენაა ეგ ხალთა სამება ,
ოდეს გიცქერ მუზას ო მესხმევა ფრთები ,
მატყვევევბს გოგონი მე შენი სახება ...

ო გთხოვთ მაპატიეთ მე ეს თავხედობა ,
ეშხიან მუჩაჩას შორით გეფერებით ,
მიიღეთ მი გულის უანგარო გრძნობა 
და მი თვალების ცის ნაზი ამბორები ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი