სონეტი 47


საოცნებო და მაგიური მთრთოლ მწვერვალებით -
ო ნუსხავენ გულს ეგ მციაგი მწვანე თვალები ,
ციმციმებ მუზა და მწვავ სულის იდუმალებით -
შენდამი ტრფობის მეკიდება გულზე ალები ...

მა ლურჯი თმების შადრევნები ბორკილებია ,
მა ვარდის ტუჩებს ჩუმად ალბათ ყველა შენატრის ,
შენი თითების სისათუთე თოვლისფერია -
მათი ალერსი სითბოს გასცემს ალბათ მზესავით ...

შენი სიტურფით და სინაზით მე ვარ მშიერი -
ღვთაებასავით ანათებ და ხარ მშვენიერი ,
"მაინც მგონიხარ მაცდური და უცხოდ ცბიერი -
ლამაზმან ქალღმერთს ისე გიგავს მთელი იერი" ...

-

გიჟივით კოცნის შენს ნაზ სახეს ჩემი ტუჩები ,
ამ მფრინავ კოცნებს ამაღამ ვერ გადაურჩები ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი