სამებისი 10
საღამოა ცისფრად მშვიდი , სუფევს ნაზი მდუმარება , ცაზე მთვარის თეთრ აისით თვალებს ახელს ლურჯი ღამე , სიყვარულის ნაზ ჰანგებით იწყებს გული მქუხარებას და ოცნების ლურჯ ქალღმერთის სილამაზე სულს აწამებს ... ხატავს ბავშვი ლურჯ პრინცესას სხივთმთოვ სახეს მოელვარეს - თეთრი მთვარე მფიფქვარ სულით ოცნებებში მას იტაცებს , თეთრ რაშებ ბმულ ფაეტონით იგ მიჯნური სერავს არეს - ლურჯ პლანეტის ლურჯ კოშკიდან ფრთალურჯ ქალწულს ის იტაცებს ... ლურჯად მციაგ სავალსო ჰოლ გალაქტიკურ დარბაზისკენ : მიაქროლებს მოყმე სატრფოს ვარსკვლავების ნაზ მეჯლისზე ... ცის მაესტრო ფიფქვით ანთებს სივრცეს ღვთიურ სინაზისკენ : უკრავს მთვარე სიჩუმის ჰანგს მზიან ღამის ქნარის სიმზე ... - მუქლურჯ ცაზე ნაზ ვალსს ცეკვავს ორი ბავშვი ერთი სულის , მზერით მთრთოლვარ ზარებს რეკავს ნაზი ჰანგი სიხარულის , სული ვარდის და ზამბახის ცაზე ერთურთს ჩუმად ეტრფის - და მათ შორის იბადება სიყვარულის თეთრი ღმერთი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი