სერაფიმის ფრთით
წმიდა ამბორით სიყვარულის თოვენ მოკითხვას - ანგელოზები მზის ოქროსფრად მბრწყინ სასახლიდან, პოეტურ გულის ოქროს დასი ოქროს ჰანგებს თხზავს და ნათლის ვარდებს ისვრის სულის თეთრ სამოთხიდან... ზმანებებსა და ეფემერებს ადევნებულნი, უბრალოები, შეშლილები, შეყვარებულნი, ერთურთის გულთა ტრფიალებით ადიდებულნი, ჩვენც ვოცნებობდით ბავშვებივით გაგიჟებულნი... ჩვენ ფრთათეთრ სულებს ქარიანი ცეცხლი ეკიდა - მარადისობას სიყვარულის ღმერთი შეგვპირდა, და უკვდავება ჩვენს გულებში გამოეკიდა - ოდეს მას მარადს დავუდექით რწმენით შეგირდად... გულის ტაძარში სინანულის ცრემლით ავენთეთ - თავისუფლებით სუფთა სინდისს მაღალს შევპირდით, ბოროტებასთან მარადიულ ბრძოლას ჩავერთეთ - მოწამეობით დიად ქრისტეს სულით განვგმირდით... ტრფობის ფიფქებით მთვარის და მზის მაგიას ვთოვდით - და უკვდავ გრძნობის ცეცხლის კოცონს ვეფიცხებოდით, სისხლით ქართველნი წრფელი გულით ერთმანეთს ოდით - სიყვარულში და სიმდაბლეში ვეჯიბრებოდით... - მიქელ-ანჯელოს - ფრთაებს მინთებს სიქსტისკაპელა - სულში ოქროს სხივთ ბრწყინვით მფიფქი მნათე მზე სუფევს, ხელაზიდული წარმართავს და აკაპელას - ანგელოზების დირიჟორობს თეთრი მეუფე... ოქროს სხივებით ანთებული მზის პოეზია - ათოვს ფიფქებად სიყვარულის თეთრ ეკლესიას, სულფრთაცეცხლოვან ანგელოსთ დასთ სდევს პროცესია - ახალი დროის გულიდუმალ მაღალ მესსიას... ცეცხლოვან რაშის ხელს უპყრია ოქროს სადავე და ქარიზმატულ ქარიშხლებად დაჰქრის ზეცაზე, ალისფრად მფიფქავს ლურჯ ცეცხლში აქვს სულის სათავე - ვეფხისტყავ მხარზე შემოგდებულ მიჯნურ მზეთამზეს... ბაღში დაფრინავს მეფის სული ვითარ პეპელა და თრთოლვით ანთებს დედოფალ ვარდთ სისხლიან ბაგეთ, დადის ედემში ჩუმად მორცხვი თეთრი პრინცესა და სულით წვდება ლაჟვარდების ცისფერ ციაგებს... - ასიათასი სხივი ცეკვავს სულის თეთრ წყლებზე - ცა ბარდნის მზიურ სასუფევლის მბრწყინვალ ზმანებას, იისფრად ნათობს ცის ქალღმერთი მუქლურჯ ღრუბლებზე - ო არ აქვს ბოლო სიყვარულით მის ნაზ წამებას... ეჩურჩულება ლურჯი ია სულსპეტაკ სოსანს - მზიანი ღამე მუქლურჯ ცაზე თეთრ სანთლებს ანთებს, მშვიდობის წიგნი გაუშლია ფრთაცისფერ მგოსანს და ქნარიდან თოვს უკვდავების ოქროსფერ ჰანგებს... ფრთები უშლია ჰანგთ-მთოვარი შეშლილ ბეთჰოვენს და ვიოლინოს თეთრი სევდის სულით აკვნესებს, და ღვთისმშობელი აკვანს ურწევს ბავშვურ ფენომენს - რომელსაც მარად წმიდა სულის ბრწყინვა ამშვენებს... ცეცხლით დამწვარი მზე მიიწევს მაღლა და მაღლა და გულდადაღულს სულ უნდა რომ ფიფქი ათოვდეს, ო სიყვარული წამებაა და არ ცნობს დაღლას - თუ შეგიყვარდა არ სრულდება აღარასოდეს... ქრისტესთან ნაზი პაემანის ცისფერ ფიქრებ რწყმულ - მზეს სურს ოქროსფერ პეიზაჟით მოფრესკოს გული, და მის მკლავებზე გადაწვენილ დედამიწის სულს - ნაზ სიყვარულის ღვთიურ სუნთქვით შთაბეროს სული... *** სულის სიმშვიდის სასუფევლის უსაზღვროებას - თეთრი ჰანგების ამბორებით შიგ გულში მათოვს, სრულყოფილ სულთა სიყვარულის უსასრულებას - თეთრი ღმრთაება თეთრ ფიფქების უკვდავებას თოვს... ცით მოვლენილი სიყვარულის თეთრი ფიფქები - ერთიან სულის ამზეებით უგალობენ თოვლს, მსგავსი ერთობა სუფევს ზეცად თეთრი ფიქრებით - როს არქანგელის თეთრი ფრთები თეთრ სიყვარულს თოვს... წმიდა ნებაში ფრთასხივოსნურ გაცისკროვნებას - ხარი წიქარა ქართველთ ათოვს სულთ გულთმისნობას, ოქროს ქალაქის მნათეთმნათე გვინთებს ცხონებას - მზეთამზის სული თოვს ოქროსფერ მარადისობას... მარად ყვავილობს უნათლეს და ნაზი ფიქრებით - თეთრი ქალღმერთი სიყვარულის უკვდავ რწმენას გვთხოვს, თეთრ სიცოცხლის ხეს იისფერი ცვივა ფიფქები - სამყაროს დედა მარადიულ სისპეტაკეს თოვს... უკიდეგან და უსამანო ამ მწველ სიყვარულს ვითარ აიტანს ეს მფეთქავი პატარა გული, ჩუმად და ნაზად ჯვრიდან ბარდნის ფიფქებს ამურულს - მოწამებრივი საქართველოს უკვდავი სული... - სამყაროს სულში მარად მგალობ სიმფონიაში - სიმშვიდის ჰანგი თოვს მუზიკას სიხარულისა, ღვთიურ სუფევის სულ-ერთიან ჰარმონიაში - ვპოე გულშიგან პოეზია სიყვარულისა... გულის ტაძარში სულით ტიტან მლოცველ ქართველის - სიყვარულია უქრობელი რწმენის სანთელი, ო არასოდეს იდუმალთგან არ ვარ შიშველი - სამების ცეცხლის მმოსევს რადგან ქრისტეს ნათელი... მუქლურჯ კოსმოსზე თეთრი ნათლის რეკს ოქროს ზარებს - აციმციმება უთვალავი ვარსკვლავებისა, მირიად სულის სიყვარულის თეთრ ჯვარს ატარებს - ოქროსფრთაება თეთრი მეფე უკვდავებისა... თვისს წმიდანთ შორის საკვირველად სულით მნათე მზეს - მეფე ლომთალომ მოძღვართმოძღვარ მებრძოლ ბერთაბერს: საბრძოლო ჟინით ანთებულ და გაცეცხლებულ ღმერთს - უყურეთ ქრისტეს დიდებამან რაი უყოს მტერს... - უფაქიზესი ვით ოქროსფერ მზის სხივთ ფერება და ნაზი როგორც სათუთ სიოს მქროლი ალერსი: მწვავს თეთრ ქალღმერთის ცეცხლოვან ფრთის სულზე შეხება - ვით სიყვარულის ამბორება უმხურვალესი... ლურჯ პოეზიის ცაზე მზიურ ცეცხლის არულით - ნაზ ტრფობით მოსილ ღვთიურ გრძნობის ავარსკვლავებად: მიყვარს როს სული ენთება და მბრწყინ სიყვარულით ცისფერ ლექსებში იბადება თეთრ უკვდავებად... სერაფიმის ფრთით ახატული მზის სალოცავი - ღვთიური ცეცხლის თოვით ცაზე ამომზევდება, ასათასსხივით მოციმციმე ჩემი ვარკვლავი - მი თეთრ ლექსებში საუკუნო ნათლით ენთება... ჩემი გოლგოთა კავკასიის თეთრი მთებია - სად ბრწყინავს ჯვარი აღდგომის და ამაღლებისა, გულის სუნთქვა და წმიდანების სულის ფრთებია - სიყვარულია შარავანდი უკვდავებისა... ბოლოს მოვალ და სასუფევლის ცისფერ მშვიდობად - სულის მწვერვალის მოიისფრო ფიფქთა თოვიდან: უკანასკნელი სიყვარულის მარადისობად - სისხლისფერ ვარდის ჯვარს შეწირულ გრძნობას მოვიტან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი