სონეტი 48


სულში ფრთაებს შლის მგალობელი მუსიკის ჰანგით
და ზმანების მზეს თრთოლვით გეტრფის ბავშვი მოცარტი ,
მწველი სიმწვანის მციაგ ცეცხლით ფერასხმულ კაბით -
მოაპობ სივრცეს გულის მუზა მილედი მარტი ...

აზურმუხტისფრებ მთელ ბუნებას ფრთათა შეხებით -
შენ სუნთქვის ხმაზე იღვიძებენ ნაზი პეპლები ,
აყვავებ სულებს მწვანე თვალთა მზიურ შეხედვით ,
შენ გიმღერიან წვიმის შემდგომ ცისარტყელები ...

სულმოჭიკჭიკე მხარზე გაზის ლურჯი მერცხალი
და გაზაფხულის მობრძანებას არეს ახარებს ,
შენზე ამბობენ რომ ხარ გრძნობით შეშლილი ქალი
და გიყვარს ოდეს გულებს უსევ მიჯნურულ ქარებს ...

-

სულის ხატებით ნაზ სიყვარულს აღვიძებ ჩემში -
შენ გაზაფხულის ღვთაება ხარ იებით ხელში ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი