გასწი მერანო
ადგას ნათლისა შარავანდედი მარად მეომარს უკვდავად მსუფევს - მიწა კვარცხლბეკად და ცა ტახტად აქვს და ღრუბელთ ხელით აწყვიტავს ელვებს , მგე მასხამს მხრებზე ოქროს მანტიას გულგვირგვინოსან თეთრსა მეუფეს - ალის-ფაფრიან ცეცხლოვან მუსტანგს მი თეთრი სული ცაზე აგელვებს ... გასწი მერანო უსასრულების - შენსა ჭენებას არ აქვს საზღვარი - გარდაიარე ცხრა მთა და ცხრა ზღვა - რომ ყველგან ვუგოთ ღმერთს სალოცავი , შენს გრგვინვით ქროლვას ყიჟინით ყვება თავგანწირული შენი მხედარი - გასწი მერანო რომ უკვადავების ცას შევაწყვიტოთ რწმენის ვარსკვლავი ... თეთრმა გიორგიმ დასაბამის გველს მსურს შუბი ჩავსცე ცეცხლის ხახაში და საქაჯეთის შავი ციხიდან მსურს გამოვიხსნა ცის პატარძალი , მსურს გავათენო ქართული სული ძველი დიდების ოქროს ხანაში , გასწი მერანო - შენს მხედარს ელის - ო რა ხანია - მზე ამორძალი ... რომ გავაღვიძო მზიურ ამბორით მზეთუნახავი მიძინებული , რომ სულით მიცნოს მარადი საქმრო და უკვდავების მხნე უფლისწული , საქართველოს ცას რომ უგალობდეს სვეტიცხოველი გაბრწყინებული - გასწი მერანო რომ გავიტაცოთ ციურ ქორწილში ქართვლის ქალწული ... ქართულ ცას თავზე კვლავ რომ მოადგეს თეთრი დედოფლის შარავანდედი და რომ ვეცეკვო მარად ამორძალს ნაზ სიყვარულით ცისფერი ვალსი , მარადისობის თეთრმა მხედარმა ციდან რომ ვთოვო თეთრი ვარდები - გასწი მერანო რათა დავიპყროთ ზეცა და მიჯნურთ სისრულის არსი ... რომ უკვდავების ღვთიურ სუფევის უიდუმალეს მივწვდეთ ბუნებას და სულით ვერწყათ სასუფეველის დაუსაბამო მარადისობას , სრულ სიყვარულით რომ შევუერთდეთ აბსოლუტ სულის გულის გონებას - გასწი მერანო რომ ვეზიაროთ ცის საიდუმლო სულთა მისნობას ... რათა შევიცნოთ ყოვლადსრულყოფილ კეთილ და ბოროტ ღმრთეების ნება და სრუვქმნათ სულში ორი ბუნება სიმართლით მოქმედ იდუმალ ღმერთის , რათა დავიცვათ უშაითანეს პრინციპით მებრძოლ მეომრის ცნება - გასწი მერანო მარად მიზნისკენ ყოვლისმპყრობელი მარად თვითერთის ... ორლესულ მახვილს გადაღლილს ბრძოლით ჭეშმარიტების ასამაღლებლად - ფრთები შეასხი თავდადებული შენი მხედარის ამ ამბოხებას , გასწი მერანო წინ უშიშ ქროლვით რომ ეშმაკების ასაოხრებლად - მოვთოვოთ ცეცხლი იქ სადაც ყვავის ზეცის გმობა და ამაოება ... ჩემი გრძნობები გრიგალის ფრთება - მუდამ მძლავრი და სულბობოქარი - სტიქიონურსა ურწყე ზღვის ღელვას და მიმართე იგ ქაოსთ პყრობისკენ , ჯვარზე გაკრულის თავდავიწყებით შენ მოგენდობა შენი მხედარი - ჩემო მფრინავო - გასწი მერანო - ხელთა მამაცურ შეშლილობისკენ ... როდის ყოფილა ჩვენ გავურბოდით სიყვარულისთვის ტანჯვას გინ ბრძოლას - მხდალი გაურბის მთვარის ბნელ მხარეს სისუსტეების დასაფარავად , რათა შევიცნოთ სულის უზღვრობა და დავეუფლოთ გიჟურსა ლტოლვას - გასწი მერანო სისრულისაკენ ყოველი არსის დასალაშქრავად ... უკვდავებისა ცისფერ ამბორით სული შთამბეროს რომ სიყვარულმა და რომ მარადის სულებს ვუძღოდეთ მზიურ ნათელის სათავისაკენ , მატრიარქალურ ჯვარის მტვირთველმა სამსჯავრო თოვოს რომ შენ არულმა - გასწი მერანო ცეცხლოვან ქროლვით მარადიული სიცხადისაკენ ... მდაბალი გულის სულის სიმაღლეს ეტრფის უკვდავად შენი მხედარი - გასწი მერანო სიფხიზლისაკენ - არ დამავიწყო ღვთიური სჯული , მტერთ სიძულვილით და სულით მოყვასთ ზე სიყვარულით მუდამ მთრთოლვარი - შემინარჩუნე მღვიძარ წვა-ხედვით მართლმადიდებლის მეფური გული ... რომ გამოვიხსნათ ქართული სული და მოვიპოვოთ თავისუფლება - მარადის ომი მოგვიწევს ბნელთან ულმობელი და შეურიგალი , რათა გავშიფროთ სატანის სიღრმე და მასზედ გვქონდეს ძალაუფლება - გასწი მერანო გზებზე თარეშით რომ მტერს დავეცეთ როგორც გრიგალი ... ღვთაებრივ ნების ცეცხლის თასიდან შევსვათ ქარიშხლის აბობოქრება და სტიქიური ცეცხლოვან რისხვით მოდი წავლეკოთ ეშმას შეკრულნი , გასწი მერანო სინათლისაკენ და მებადურის სცან ოქროს ცნება - მნათობის გაშლილ მზიურ ბადეში რომ მოვაქციოთ ზეცის რჩეულნი ... გრგვინვა-გრიალით - გააპე სივრცე - ჰკვეთე წყვდიადის შავი ბურანი - რომ გზა ვუკაფოთ ცით თანამოძმეთ ზეციურ ოქროს ქალაქისაკენ , წინასწართქმულის ვაფრინოთ მაცნედ სიბრძნით განთქმული თეთრი ყორანი , რომ ღმრთით შევიქმნათ მზიურ ხატებად გასწი მერანო სიმართლისაკენ ... რომ გამოვიხსნათ მტრის კლანჭებისგან მეფა ღვთაება მზე ეკლესია - ჭრელ გველეშაპებს ხახაში ჩავცეთ წყევლით და რისხვით სიმართლის შუბი , კოსმოსი ძრწის და მოალს ღრუბლებზე დიდების ღმერთი მეფე მესია - გასწი მერანო - გზა მოვუსწოროთ - გულებში ვანთოთ ღვთიური შუქი ... სულიწმიდისა საუნჯეთაგან მადლი ვთოვოთ და მონანულთ ვუხმოთ - ღვთიურ ქორწილში მოწვეულთათვის სიყვარული და ტრფობა გავიღოთ , რწმენით შევმოსოთ შეუმოსელნი და იმედის მზე სულში ავუნთოთ - გასწი მერანო სიწმიდისაკენ ძლევის სახელი რომ ცად წავიღოთ ... სავსეა ქართულ სულ-უძველესი წითელი ღვინით ცეცხლის თასები - შენთვის გრგვინავენ მრავალჟამიერს სიწმინდით მთვრალი სამშობლო მთები , უსწორო იყოს შენი აფრენა - შენ გიგალობენ ანგელთ დასები - გასწი მერანო უკვდავებისკენ რომ ცეცხლოვანი გაშალო ფრთები ... თავი და ბოლო იტყვის : გიორგის - ჩამორეკავენ როს ცის ზარები , და ოდეს სულით მარადისობის ცეცხლოვან სხივთა დავიწყებთ თოვას , ცა დააქუხებს როდესაც ჩვენთვის მეფურ სიმღერას გაუკვდავების - აბსოლუტურად ყველა ქართველი ჩემო მერანო ჩვენ ხატთან მოვა ... კვლავ შორეულსა და თვალშეუდგამ ხილვებსა ხედავს შენი მხედარი - ჩემო მფრინავო - გასწი მერანო - რომ ყველგან ვუგოთ ღმერთს სალოცავი , გასწი მერანო უსწრაფეს ქროლვით - შენსა ჭენებას არ აქვს საზღვარი , გასწი მერანო რომ უკვდავების ცას შევაწყვიტოთ რწმენის ვარსკვლავი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი