სონეტი 51


ხანჯლებს ლესავენ უძლეველი - ქრისტეს მხედრები ,
სივრცე ქედს უხრის მგრგვინვარ ლომებს - იბერიელებს ,
ო საქართველოვ ცისკრდები და ჩუმად თენდები ,
დედა ღვთისმშობლის სულს ავედრებ კავკასიელებს ...

გორგასალური ვაჟკაცობის მოგდევს თვისება ,
შენს დამარცხებას ო ვერავინ ვერ ეღირსება ...
"რაა სიცოცხლე - თუ აგვართვა მტერმა ღირსება" ,
"რაა სიკვდილი - ოდეს გული რწმენით ივსება" ?!

გვთხოვს სისპეტაკე ქართვლის დედის წმინდა ლეჩაქის ,
ვინც მას დაიცავს კურთხეული იყოს მარადის ,
დედის მაგინართ რისხვა მოგსრავთ მძვინვარ ბელადის ,
მჭმელ ცეცხლით სუნთქავს ორლესული - ქართვლის თავადის !

-

გველეშაპებზე მონადირე ქართველ არწივებს -
წმინდა გიორგი გმფარველობდეთ ღვთის შვილ ამინებს ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი