ლედი ლურჯებში


ამურს თვალთ მინთებს ცეცხლის ალებით -
ფერთა სინაზე ლაჟვარდ კაბების ,
ამ სიყვარულის იდუმალებით
მიყვარს გატყორცნა ტრფობის გამების ...

ლურჯ სასწაულის რეკავდეს წამი
და შენი ცქერით ვფრენდე ზეცაში ,
დღეს მსურს აგხატო სული ლურჯ ღამის -
მოვარსკვლავებულ მუქლურჯ კაბაში ...

ტან-ავაზური ვით გაზაფხული -
ლურჯ პანტერას გევ ქალი გლამური ,
შენი მშვენებით გულდაზაფრული -
ოდეს გიყურებ ვთრთი ვით ამური ...

მწვანეთვალება და შავგრემანი -
სინაზით მნუსხავ ლედი ლურჯებში ,
ელეგანტური და ეშხიანი -
ამოგიცანი ლექსის მუზებში ...

იმ სულს რომელიც მიყვება ზღაპარს -
ლურჯი ფერების სიფაქიზეთის ,
სათუთად ფურჩქვნილ გევხარ იმ ზამბახს -
მოსილს პიკანტურ სილამაზეთით ...

მსურს რომ გიმღერო ნაზი სიმღერა -
ლურჯ მუზიკაზე ფრთიან გრძნობების :
და ამ ზმანების ლურჯი პრინცესა
ჰაერში გწიო ტრფობის ნოტებით ...

ჩუქნიდეს ალერსს თითები თითებს -
ავენთოთ სულით ლურჯ საოცრების ,
მსურს იდუმალად შეხვდეს ერთმანეთს -
მწვანე თვალები მწველი კოცნებით ...

გეცეკვო ნაზი ფიქრების ტანგო -
ჩვენი ოცნების მუქლურჯ ღრუბლებში ,
ცეკვის სუნთქვებით მსურს გადავბანგო -
შენი სხეული სიზმრის ხელებში ...

ლურჯ ხალებს ტრფობით ფერება ვთხოვო -
მზერით გიხსნა ვით მესათუთები ,
ამბორთ ფიფქებით მსურს გადავთოვო -
შენი ნატიფი - თუთა ტუჩები ...

ლურჯ სიყვარულის მწველ ტანგოს რიტმა -
ცეცხლს რომ ანთებდეს გულის უბეში :
მსურს ნაზ ჩურჩულით ბაგეთა გითხრა -
ძლიერ მიყვარხარ ლედი ლურჯებში ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი