სონეტი 52


მარად მიჯნურულ სულით ჰბრსწყინავ მეფე თვითერთი -
და სივრცეს ანთებ ოქროცურვილ სხივთ ლაჟვარდებით ,
თეთრი რაშებით ჰქრიხარ ცაზე გალანტი ღმერთი -
და მთოვარი ხარ თეთრ მუზისთვის თეთრი ვარდების ...

რაინდულ კრძალვით წმინდა გრძნობას უძლევ ქედს უხრი -
და სიყვარულზე შეყვარებულ სუნთქავხარ ცეცხლით ,
გწვავს თეთრი სევდით მთვარით ნთებულ ედემის მწუხრი -
და თეთრ ოცნების თეთრ ანგელოსს უკვდავად ეტრფი ...

გნუსხავს სინაზით თეთრ ქალღმერთის სულის მშვენება -
ამურულ გულით სიყვარულზე მთრთოლ ხმებით მღერი ,
და უჭვრეტ ჰანგებს - იისფერ ვალსს ვით ეცეკვება  -
თოვლისფერ კაბით შემოსილი ცისფერი მერი ...

-

ლურჯი ღრუბლები - სიფაქიზე - გულთა ამბორი :
ციურ ალერსს გთოვს - სიყვარულის მუზიკა შორი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი