სონეტი 54
ანგელოსური ალერსით როს ცა გფიფქავს ფიფქებს , იისფერ ჰანგებს - როს ეხება თითები თითებს , წმინდა შეხების ემოცია როს ბანგავს სივრცეს , შენ ის ფიქრი ხარ სიხარულით თვალებს რომ მინთებს ... სისათუთე და უკვდავების ნაზი ამბორი - ოდეს თვალებში ინთებიან მზის სხივთ წვიმები , ცისფერ სამოთხის სუფევა და ოცნება შორი - *შენ ის გრძნობა ხარ მარტო რომ ვარ და ვიღიმები* ... ცეცხლით მდაგველი სიყვარულის მუზიკით სუნთქვა - შენახარ გულის გამოუთქმელ სინაზით ფეთქვა , მარადისობის თბილი მზერა და თრობა სულთა - შენ ის სიტყვა ხარ ღმერთს დუმილით რომ სურდა ეთქვა ... - შენ ის თრთოლვა ხარ რომ აყვავებს ედემის ვარდებს , მიყვარს უსაზღვროდ სიფაქიზის ცამდე მიყვარდე ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი