სონეტი 56
როს მზიან ღამის მდუმარება ასე ნაზია და ვარსკვლავიან ლურჯი კაბით ცა მორთულია , როს შენი სული ასე ჩუმი და ლამაზია - რომანტიკოსი რომ არ ვიყო ძლიერ რთულია ... ჰოდა ფრთებს ვშლი და სულშეშლილი თეთრი მაესტრო - შენთვის ვაცურებ ლურჯ ღრუბლებში ფიქრის გონდოლას , აჰა ლურჯ ცაზე მოკამკამე მნათეც აენთო და იწყებს ფიფქვით მოიისფრო ზღაპრის მოყოლას ... სხივები გათოვს ცისფერ ამბორს მა ნაზ სახეზე - სულს ათრობს მა თმებთ მთვარის შუქზე ლურჯად ზიმზიმი , მენიჩბე გჭვრეტს და თხზავს სონეტებს შენს სინაზეზე - და გულს უთრთოლებს მა თვალების ღიმის ციმციმი ... - გმზერს სული და სვავს წითელ ღვინოს შენი ტუჩების , მთვრალი ვარ შენით დედოფალო ლურჯი ღრუბლების ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი