სონეტი 57


სიტურფით მყვავი სული ნაზი იასამანის -
ამ ლურჯი ლექსის მზე მუზა ხარ ცისფერო ნინა ,
დედოფალი ხარ ამ ზმანების მსუფევ სავანის -
და ლურჯი კაბით შემოსილი იისფრად ბრწყინავ ...

იაგუნდებით მოლაჟვარდე ნაზ ზამბახების -
ლურჯად მზიმზიმა თავს გვირგვინი დაგადგა მინდა ,
შენს სულს მოვუძღვნა სხივთ ფერება ლურჯ ხავერდების -
იისფერ თვალებს მსურს ვაჩუქო ამბორი წმინდა ...

ვხატავ ლურჯ ფიქრებს - გჩუქნი ალერსს - გიკოცნი თითებს ,
სიყვარულს გინთებ და მიმყავხარ ფრთალურჯი ცისკენ ,
ვალსისფერ ფიფქებს - რა დაადუმებს ამ ზღაპრის მითებს :
თუ იიისფრებთ მი ამორე ოცნებით ღმრთისკენ ...

-

შენ ფრთაიისფერ გევ ანგელოსს მოსულს ლურჯ მზიდან -
ამიტომ გიყრი ამ ლურჯ იებს ცისფერი ციდან ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი