სონეტი 58
სადღაც შორს ვფრინავ - მზიანი და ლურჯი ღამეა : ოქროს ქვიშიან ჩვენს ჯადოსნურ სანაპიროზე , ცაზე მთვარეა ცეცხლისფერი და სალომეა - ციცინათელობს ვარსკვლავების საანგელოზე ... ნანა ტალღების სივრცეს ჩუმად ეალერსება - მაღელვებს ზღვა და შენ თვალების ღიმი გოგონი , თბილ ემოციით ინამება შენი არსება - და ჩვენ ოცნების იკოცნება ცეცხლის კოცონი ... პოლარულ ნისლთა ციალება მუქლურჯ ზეცაზე - ხატავს ათასფერ ცისარტყელას ფერთ გრადაციას , მა ლაჟვარდისფერ თმებში გაწნავ ცისფერ კესანებს - და შენს სიცილის ვეტრფი გამებს ლედი გრაციავ ... - აქ ყველაფერი სიყვარულის ნაზი ფერია - შენთვის ავხატე ეს სამოთხე ოქროს ფერიავ ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი