სონეტი 59


ამ შეშლილ ლექსში მთელი გულით უნდა ვიცინო ,
წინა სიცოცხლის მი ცოლუკა მსურს რომ გაცინო ,
მწვავს ეს გრძნობა და ქვედა ტუჩზე მინდა გიკმინო ,
მინდა ვიყვირო რომ გაღმერთებ ჩემო მახინჯო ...

სიცოცხლის წიგნში წერია რომ მე შენ მიყვარხარ ,
შენი სახება სალოცავი ჩემთვის ხატია ,
მი ხალიანა გმირთ ვარამის ნაზი მუზა ხარ ,
ეგ ხალთ სამება ჩემდა ჭირად ღაწვს გახატია ...

ო და იცოდე მაქვს მიზეზი ამდენს რომ ვბედავ ,
შენთვის ყვავიან ჩემი გულის თეთრი ვარდები ,
ყველა შურიანს სიმაღლიდან მაშინ შეხედავ -
როდესაც წავალ სწორედ მაშინ შეგიყვარდები ...

-

შენ ის ხარ ვისი არსებობაც მი გულს ახარებს ,
მე მომიტევეთ რომ მიყვარხართ , რომ სულ ვხარხარებ ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი